მოსწავლეებისთვის კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეთორმეტედ გამოცხადდა
10 მარ. 2025
1852 ნახვა
ნამდვილი თუ მოგონილი?!
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ 10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებისთვის გამოაცხადა. კონკურსი მოზარდებში ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის, ფაქტების გადამოწმებისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად.
„ნამდვილი თუ მოგონილის?!“ წესების თანახმად, მონაწილეებმა უნდა აღმოაჩინონ მედიაში, მათ შორის - ინტერნეტში, ტელევიზიასა თუ ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ დადასტურებულა, როგორც ყალბი. რის შემდეგაც, სასურველი ფორმატით უნდა წარმოადგინონ ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები. კონკურსის ფარგლებში გამოგზავნილ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და სამ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელთაც კომუნიკაციების კომისია iPhone 16 Pro-ს, MacBook Air-სა და iPad Air-ს გადასცემს.
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი“ უკვე თერთმეტჯერ, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებისთვის - შვიდჯერ, ხოლო სტუდენტებისთვის ოთხჯერ წარმატებით ჩაატარა. საგულისხმოა ისიც, რომ ComCom-მა პროექტის ფარგლებში 2400-ზე მეტი მოსწავლე და 900 სტუდენტი მედიაწიგნიერებაში გადაამზადა.
კონკურსის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
იხილეთ ასევე

ComCom-მა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის შედეგების პრეზენტაცია გამართა

რა უნდა ვიცოდე ინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებით?

ხელოვნური ინტელექტი და განათლება

პროექტი - "დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში"
მეტი ამ კატეგორიიდან

215 მონაწილე და 3 გამარჯვებული - ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი“ მეთორმეტედ ჩაატარა
245 დღის წინ

ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეები გადაამზადა
279 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეთერთმეტედ ჩაატარა
553 დღის წინ

ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში 775 მოსწავლე და 40-მდე მასწავლებელი გადაამზადა
557 დღის წინ