რატომ არის მნიშვნელოვანი ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტი?
06 სექ. 2024
199 ნახვა
ციფრული პლატფორმები საკვანძო როლს ასრულებენ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ მათ ვიყენებთ ინფორმაციის მოძიებისთვის, კომუნიკაციისთვის, პროდუქტებისა და მომსახურების ყიდვა-გაყიდვისთვის, საკვების შესაკვეთად, მუსიკის მოსასმენად, ფილმების საყურებლად და სხვ. ციფრული სერვისების გამოყენება მრავალმხრივი სარგებლის მომტანია და მომხმარებელთა ცხოვრებას აადვილებს, თუმცა, საგულისხმოა, რომ მას გამოწვევების სახით ონლაინ უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა ახლავს თან. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა 2022 წელს ყოვლისმომცველი მარეგულირებელი ჩარჩო "ციფრული სერვისების აქტი (DSA)" მიიღო, რომელიც მის წევრ ქვეყნებში ციფრული პლატფორმების რეგულირებას და ონლაინ უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად. რეგულაცია ისეთ გიგანტ კომპანიებსა და სოციალურ ქსელებზე, ონლაინ სავაჭრო და საძიებო სისტემებზე ვრცელდება, როგორებიცაა: "Facebook", "Instagram", "X/Twitter", "TikTok", "Amazon", "AliExpress", "Apple Store", "Booking", "Google Maps", "Google Play", "Google Shopping", "LinkedIn", "Pinterest", "Snapchat", "Wikipedia", "YouTube" და სხვ. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, აქტის დარღვევის შემთხვევაში მოქმედებს ფინანსური ჯარიმა და ამის გარდა, მას უფლება აქვს დროებით დაბლოკოს პლატფორმა, ისეთი სერიოზული დარღვევ(ებ)ის გამეორების შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს ან უსაფრთხოებას.
რეგულაცია ძალაში 2024 წლის 17 თებერვალს შევიდა და ის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ევროპის ციფრული მომავლის ჩამოყალიბებაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, ევროინტეგრაციული პროცესებიდან გამომდინარე, ახლო თუ გრძელ პერსპექტივაში, DSA-ს დანერგვა ეტაპობრივად მოუწევს.
რატომ არის DSA მნიშვნელოვანი?
დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის:
|
|
ონლაინ სივრცეში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვისთვის:
|
|
ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდისთვის:
|
|
პერსონალური მონაცემების დაცვისთვის:
|
წყარო N1: https://digital-strategy.ec.europa.eu/en/policies/digital-services-act-package
წყარო N2: https://digital-strategy.ec.europa.eu/en/faqs/digital-services-act-questions-and-answers