ავტორიზაცია
რა უნდა ვიცოდეთ „ციფრული კვალის“ შესახებ
18 მარ. 2024
162 ნახვა

ინტერნეტი ახალი კავშირებისა და იდეების ჩამოსაყალიბებლად მშვენიერი ადგილია. თუმცა, იგი იმაზე მეტ ინფორმაციას იმახსოვრებს თქვენ შესახებ, ვიდრე წარმოგიდგენიათ, რასაცციფრულ კვალსუწოდებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენმა პოსტებმა ან სხვა სახის აქტივობამ შეიძლება თავი იჩინოს ყველაზე მოულოდნელ დროს.

ციფრული კვალიგულისხმობს ნებისმიერ ინფორმაციას ფოტოებისა და საჯარო პოსტებზე გაკეთებული კომენტარების ჩათვლით, რამაც ინდივიდის ცხოვრებაზე შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. მაგალითად, ეჭვქვეშ დააყენოს სენსიტიური ინფორმაციის კონფიდენციალურობა, შებღალოს ამა თუ იმ პირის ონლაინ რეპუტაცია, ან გახადოს იგი მოწყვლადი კიბერთავდასხმებისა და პერსონალიზებული რეკლამების მიმართ.

საბედნიეროდ, არსებობსციფრული კვალისმართვის რამდენიმე გზა, მათ შორის:

1. ნახეთ, რა ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი თქვენ შესახებ

საკუთარი სახელისა და გვარის Google-ის საძიებო სისტემაში მითითებით ნახავთ, თუ რა ინფორმაციას ღებულობენ სხვა ადამიანები (მაგალითად, მეგობრები ან პოტენციური დამსაქმებლები) თქვენ შესახებ.

2. წაშალეთ არასასურველი პოსტები/ფოტოები/ვიდეოები

თუ გინდათ, რომ რომელიმე კონკრეტული პოსტი ან ფოტო არ იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, წაშალეთ იგი თქვენი გვერდიდან. იმ შემთხვევაში, თუ ძველი ანგარიშის საიდენტიფიკაციო დეტალები არ გახსოვთ, დასახმარებლად მიმართეთ პლატფორმას.

3. შეამოწმეთ თქვენი კონფიდენციალურობის პარამეტრები

თუ გსურთ, გააკონტროლოთ და შეზღუდოთ აუდიტორია, რომლისთვისაც თქვენი პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება, შეცვალეთ ანგარიშის კონფიდენციალურობის პარამეტრები. გაითვალისწინეთ, რომ თითულ პლატფორმას სპეციფიკური პარამეტრები აქვს.

4. შეზღუდეთ თქვენი მონიშვნის პარამეტრები

სოციალური პლატფორმების უმრავლესობა საკუთარ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ აკონტროლოს მონიშვნის პარამეტრები. შესაბამისად, თუ არ გინდათ, რომ კონკრეტულ ფოტოსთან ან პოსტთან იყოთ ასოცირებული, არ დაეთანხმოთ მონიშვნის თხოვნას.

5. დაფიქრდით, ვიდრე იმოქმედებთ

ის, რაც 17 წლის ასაკში მოგწონდათ, დიდი ალბათობით, წლების შემდეგ აღარ მოგეწონებათ. ვიდრე იმოქმედებთ და კონკრეტულ გვერდზე რამეს დაწერთ, გაიაზრეთ, რომ აღნიშნულ ქცევასთან გრძელვადიან პერსპექტივაში იქნებით დაკავშირებული და გადაწყვიტეთ, ხართ თუ არა მზად ამისთვის. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ ხუმრობით მოწონებული გვერდი ან გაზიარებული ფოტო გარშემომყოფების თვალში შესაძლოა სხვაგვარად ჩანდეს.

წყარო: https://www.esafety.gov.au/young-people/digital-footprint