ComCom-ის წევრი და UNICEF-ის წარმომადგენელი მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში პედაგოგებს შეხვდნენ
14 მარ. 2023
900 ნახვა
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში, 30-ზე მეტი მასწავლებელი გადამზადდა. სემინარს, რომელიც მედიაწიგნიერების ექსპერტმა, ნატალია ინგოროყვამ ჩაატარა, კომუნიკაციების კომისიის წევრი ნათია კუკულაძე და UNICEF-ის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი დაესწრნენ. შეხვედრაზე განხილული იყო პროექტის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, რის მიხედვითაც, პედაგოგები სკოლებში მედიაწიგნიერების საგანს შეასწავლიან.

მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტი 2022 წელს დაიწყო და მე-10 კლასელებისთვის არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება. საგანს მოსწავლეები გადამზადებული მასწავლებლების ხელმძღვანელობით, 1 სემესტრის განმავლობაში გაივლიან და მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ისწავლიან.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია, გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირებისპროექტს ახორციელებს. პროექტი მიზნად საქართველოს ყველა რეგიონიდან ჯამში 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს.