კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ მონაწილეობა მიიღო ორგანიზაცია საქართველოს ICT კლასტერის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციისა და მედიაწიგნიერების თემაზე გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, ნათია კუკულაძემ ტექნოლოგიური პროგრესის თანმდევ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებებზე და ღონისძიების მონაწილეებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის მექანიზმებსა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ნათია კუკულაძემ, ასევე, ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით, კომუნიკაციების კომისიის როლსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
ღონისძიებას საქართველოს ICT კლასტერის ბორდის წევრი და ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის თანადამფუძნებელი დავით კიზირია უძღვებოდა. პროექტი "ციფრული ტრანსფორმაციის საუბრები" USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა გორში საბავშვო ბაღების წარმომადგენლებისთვის ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების ტრენინგი ჩაატარა
5 დღის წინ

ComCom-მა გორის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ წარუდგინა
9 დღის წინ

ComCom მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს უკვე მეექვსედ უერთდება
25 დღის წინ

ComCom-მა გორის მუნიციპალიტეტში ციფრულ უნარებში 1000-ზე მეტი ადგილობრივი გადაამზადა
33 დღის წინ



