ComCom-ის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ ჩხოროწყუსა და წყალტუბოში 1400-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს
03 აპრ. 2025
1506 ნახვა
ციფრული მხარდაჭერის პროგრამა
კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ჩხოროწყუსა და წყალტუბოში დასრულდა. ჩხოროწყუში პროგრამა 2024 წლის დეკემბერში, წყალტუბოში კი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და ორივე მუნიციპალიტეტიდან ბენეფიციართა რაოდენობამ ჯამში 1400-ს გადააჭარბა. შეხვედრები მიზნად მონაწილეების ციფრული კომპეტენციების ამაღლებას და ისეთი უნარების განვითარებას ისახავდა, როგორიც ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებითა თუ პროგრამებით მიზნობრივად სარგებლობა და სოციალური პლატფორმების ეფექტიანად გამოყენებაა.
საგულისხმოა, რომ წყალტუბოსა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში სემინარები ასევე ჩატარდა ბიბლიოთეკების გაერთიანების წარმომადგენლებთან და ჩხოროწყუს სამიზნე დასახლების მეწარმე ქალების ჯგუფებთან.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამამ“, რომელსაც კომუნიკაციების კომისია 2022 წლიდან აქტიურად ახორციელებს, უკვე 14 მუნიციპალიტეტის 219 სოფელი და დასახლებული პუნქტი მოიცვა და ციფრულ წიგნიერებაში, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისებით სარგებლობის საკითხებში 7600 პირი გადაამზადა. პროგრამა ამ ეტაპისთვის სენაკში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
იხილეთ ასევე

ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება კიდევ 200-მდე მოზარდმა „Happy Onlife”-ის აპლიკაციით ისწავლა

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმები დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ

როგორ დავეხმაროთ ჩვენს შვილებს ვიდეო თამაშებში უსაფრთხოდ ნავიგაციაში

პროქტი - "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში"
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ მარტვილის მოსახლეობისთვის დაიწყო
153 დღის წინ

ComCom „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ მარტვილში იწყებს
156 დღის წინ

ComCom-მა საჩხერეში ინტერნეტის გამოყენების შესახებ 240-მდე ადგილობრივი გადაამზადა
175 დღის წინ

ComCom-მა ბაღდათში 450-მდე ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა
189 დღის წინ