ComCom-მა ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქობულეთის სოფელ გვარადან, წყავროკადან და ქაქუთიდან, 100-ზე მეტი ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში გადაამზადა. პროგრამა ქობულეთში 7 თებერვალს დაიწყო და ამ დრომდე 300-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს, რომლებმაც სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიება, ელ-ფოსტის გამოყენება, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობა, ადგილმდებარეობის გაზიარება და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება ისწავლეს.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად, ხორციელდება პროექტი Log-in Georgia, რომლის შემადგენელი ნაწილიც ციფრული მხარდაჭერის პროგრამაა. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მეტი ამ კატეგორიიდან

116 ტრენინგი და 1700 გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა საჩხერეში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა
22 დღის წინ

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ გორში დაიწყო
37 დღის წინ

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ მარტვილის მოსახლეობისთვის დაიწყო
224 დღის წინ

ComCom „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ მარტვილში იწყებს
227 დღის წინ



