
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიამ გორში 30-მდე პედაგოგი გადაამზადა, რომლებიც სკოლებში მედიაწიგნიერების საგანს წარუძღვებიან. სემინარი მედიაწიგნიერების ტრენერმა, ანი გვეტაძემ ჩაატარა და მონაწილეებს პროექტის ფარგლებში შექმნილი სასწავლო მოდულის საკითხები გააცნო.
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტი მე-10 კლასელებისთვის არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება. საგანს მოსწავლეები გადამზადებული მასწავლებლების ხელმძღვანელობით, 1 სემესტრის განმავლობაში გაივლიან და მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ისწავლიან.
შეგახსენებთ, რომ „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტს კომუნიკაციების კომისია გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი მიზნად საქართველოს ყველა რეგიონიდან ჯამში 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების შესახებ მასწავლებელთა კონფერენცია გამართა
54 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებაში დამატებით 1100 მასწავლებელი გადაამზადა
243 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებით დაინტერესებული 200 მასწავლებელი გადაამზადა
262 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებაში დამატებით 280 მასწავლებელი გადაამზადა
275 დღის წინ