თანამედროვე სამყაროში საკმაოდ რთულია, მუდმივად ვაკონტროლოთ ყველა ვებ-გვერდი, რომელზეც ჩვენი შვილები შედიან. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ ვასწავლოთ ინტერნეტში დამოუკიდებლად უსაფრთხოდ ნავიგაცია, გავუჩინოთ პასუხისმგებლობის გრძნობა და ვასწავლოთ ონლაინ ეთიკა.
თქვენ შეგიძლიათ, შვილებთან დადოთ ორმხრივი წერილობითი შეთანხმება იმის თაობაზე, თუ როგორ მოიქცევა თითოეული თქვენგანი ინტერნეტითა და სოციალური ქსელებით სარგებლობისას.
გთავაზობთ მსგავსი შეთანხმების ნიმუშს:
შენ მპირდები, რომ... |
მე გპირდები, რომ... |
ვიქნები ძალიან ფრთხილი ჩემი და სხვა ადამიანების ინფორმაციის გაზიარებისას |
არ დავპოსტავ არაფერს შენზე შენი თანხმობის გარეშე, მათ შორის, ფოტოებსა და ვიდეოებს |
არავის გავუზიარებ ჩემს პაროლს შენს გარდა |
არასდროს გითვალთვალებ ონლაინ გარდა იმ შემთხვევისა, თუ მექნება შენს მიმართ უნდობლობის მიზეზი |
შევალ მხოლოდ იმ ვებ-გვერდებზე, რომლებსაც ვფიქრობ, რომ შენ მოიწონებდი |
თუ გადავწყვეტ, რომ საჭიროა შენი მეთვალყურეობა, გეტყვი ამის შესახებ და აგხსნი, რატომ |
დაველაპარაკები უფროსს იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტში წავაწყდები რაიმეს, რაც თავს არაკომფორტულად მაგრძნობინებს |
შენ გვერდზე ვიქნები, თუ დაგჭირდები და ყოველთვის მოგისმენ |
არ ჩამოვტვირთავ ახალ აპლიკაციებს და არ ვიყიდი არაფერს ონლაინ შენი ნებართვის გარეშე |
შენი ნებართვის გარეშე არაფერს დავპოსტავ რაიმეს შენი სოციალური ქსელის პროფილზე |
|
|
გადავდებთ ჩვენ მოწყობილობებს გვერდზე _____________________________ დროს(სადილის, ძილის წინ და ა.შ.)
|
წყარო: Canada’s Centre for Digital and Media Literacy