კომუნიკაციების კომისიამ დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩაატარა. „გამარჯობა რუბი“ 25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული ფინური წიგნების სერიაა, რომლითაც პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს ოქტომბრიდან მოსწავლეები საქართველოს სკოლებში ისწავლაინ. ტრენინგზე საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“ წიგნებით სწავლების მეთოდს გაეცნენ. კომისიის მედიაწიგნიერების ხელშეწყობისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პედაგოგებს „გამარჯობა რუბის“ სახელმძღვანელოს სილაბუსი და რეკომენდაციები გაუზიარეს. საგაკვეთილო სქემა პროგრამის ავტორთან, ლინდა ლიუკასთან ერთადაა შემუშავებული და სპეციალურად ქართულ სკოლებზეა მორგებულია.
„გამარჯობა რუბი“ - არის ფინური საბავშვო წიგნების სერია, რომელიც დაწყებითი კლასის ბავშვებში კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლებას და კრიტიკული შეფასებისა და ანალიზის უნარის განვითარებას ისახავს მიზნად. წიგნები „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“ თარგმნილი და გამოცემულია 25 ენაზე, ავტორის გადაწყვეტილებით, წიგნების ქართულად გამოქვეყნებაზე ლიცენზია კომუნიკაციების კომისიამ მიიღო. 33 წლის ფინელი პროგრამისტი და წიგნის ავტორი ლინდა ლიუკასი კომისიამ საქართველოში აპრილში ჩამოიყვანა, რომელმაც 60-მდე მასწავლებელსა და ტრენერს „გამარჯობა რუბი“ წიგნით სწავლების საგაკვეთილო სქემის შემუშავებაში სერტიფიცირებული ტრენინგი და ვორქშოფი ჩაუტარა.
კომუნიკაციების კომისია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, 2019 წელს მოზარდებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობით, მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, 5 პროექტს განახორციელებს.
პროექტები ევროკავშირის ქვეყნების წარმატებული პრაქტიკების შესწავლის, მათი ეფექტიანობის შეფასებისა და საქართველოში განხორციელების შესაძლებლობების ანალიზის შედეგად შეირჩა.
მეტი ამ კატეგორიიდან
ComCom-მა პროგრამირების სახელმძღვანელო „გამარჯობა რუბი“ ყველა სკოლისთვის ხელმისაწვდომი გახადა
140 დღის წინ
ComCom-ი “გამარჯობა რუბის“ წიგნებს ყველა სკოლისთვის ხელმისაწვდომს გახდის
205 დღის წინ
ComCom-მა „გამარჯობა რუბის“ წიგნები 150-ე სკოლას გადასცა
718 დღის წინ
„გამარჯობა რუბის“ წიგნებით დამატებით 11 სკოლის მოსწავლე ისწავლის
1143 დღის წინ