კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ქუთაისსა და მცხეთა-მთიანეთში 600-ზე მეტი მოსწავლე გადაამზადა. ტრენინგები დაწყებითი და მაღალი კლასის მოსწავლეებს, ასევე SOS ბავშვთა სოფლის ბენეფიციარებს, „Happy Onlife“, „მედიის ეკონომიკისა“ და „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ პროექტების ფარგლებში ჩაუტარდათ.
ქუთაისის მე-17, 21-ე და სკოლა „პროგრესის“ დაწყებითი კლასის 300-მა, ასევე მცხეთის N1 და სოფელ ვაზიანის სკოლების II და III კლასის 50-ზე მეტმა მოსწავლემ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების წესები „Happy Onlife“-ის საშუალებით ისწავლეს. მოზარდებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან და კიბერბულინგისგან.
ამავე სკოლების IX, X და XI კლასის მოსწავლეებს ტრენინგი „მედიის ეკონომიკისა“ და ყალბი ახალი ამბების აღმოჩენის ტექნიკების შესახებ ჩაუტარდათ. ქუთაისის 200 და მცხეთისა და ვაზიანის სკოლების 40-ზე მეტმა უფროსკლასელმა მიიღო ამომწურავი ინფორმაცია, თუ საიდან იღებს სოციალური მედია დაფინანსებას და როგორ მუშაობს სხვადასხვა პლატფორმის ალგორითმი. მოზარდებმა ასევე ისწავლეს, როგორ უნდა ამოიცნონ ყალბი ინფორმაცია, გადაამოწმონ წყარო და დაადგინონ რეალური ფაქტები. ტრენინგზე მიღებული ცოდნა უფროსკლასელებს მედიაწიგნიერების კონკურსისთვის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ნაშრომების მომზადებაში დაეხმარება.
მეტი ამ კატეგორიიდან
ComCom-მა 100-ზე მეტ მოსწავლეს ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მეთოდები ასწავლა
569 დღის წინ
ComCom-მა ზუგდიდში მედიის ეკონომიკასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში 190 მოსწავლე გადაამზადა
710 დღის წინ
ComCom-ის მედიაწიგნიერების პროექტებში სენაკსა და ლანჩხუთში 252 მოსწავლე ჩაერთო
715 დღის წინ
ComCom-მა მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევებში ზესტაფონსა და ქუთაისში 300-ზე მეტი მოსწავლე გადაამზადა
716 დღის წინ