ფილმებისა და ვიდეოების მენეჯმენტი სახლში
25 ოქტ. 2021
2199 ნახვა

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად შევარჩიოთ ის ვიდეოები და ფილმები, რომელსაც სახლში ვუყურებთ ბავშვებთან ერთად, რათა მათი საშუალებით არ მოვახდინოთ მავნე ზემოქმედება ჩვენს შვილებზე; ამასთან, ჩვენ უნდა შევძლოთ, სწორად გამოვიყენოთ მათი შინაარსი იმისთვის, რომ ყურების პროცესს გართობასთან ერთად დაემატოს საგანმანათლებო კონტექსტიც.

იმისთვის, რომ სწორად ავარჩიოთ ფილმები და ვიდეოები. უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

1. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ფილმი შესაბამისია თქვენი შვილისთვის, ჯერ თავად უყურეთ მას. გაესაუბრეთ სხვა მშობლებს, რომელთაც ნანახი აქვთ ეს ფილმი, წაიკითხეთ ფილმზე გამოქვეყნებული პოსტები და ა.შ.

2. მოაწყვეთ „კინოს საღამოები“ სახლში, სადაც ოჯახის ყველა წევრი უყურებს თქვენს მიერ შერჩეულ ფილმს და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ ბავშვები გააცნოთ კლასიკურ ფილმებს.

3. გამოიყენეთ ფილმის შინაარსი იმისთვის, რომ განიხილოთ მნიშვნელოვანი თემები თქვენ შვილებთან ერთად - სტერეოტიპები, ძალადობა, სექსი, მოწევა, ნარკოტიკები, ალკოჰოლი, ღირებულებები და სხვა.

4. როდესაც უყურებთ ტელევიზორსა ან ფილმს თქვენ შვილებთან ერთად, ყურადღება გაამახვილეთ სიუჟეტში ხაზგასმულ ბრენდებზე და განიხილეთ, თუ რატომ იყენებენ მათ

5. თუ უკმაყოფილო ხართ იმ ფილმის შინაარსით, რომელიც თქვენ შვილს აჩვენეს სკოლაში, აუცილებლად გამოთქვით პროტესტი და შესთავაზეთ ამ ფილმის ალტერნატივები.

6. არ დატოვოთ ისეთი ელექტრონული მოწყობილობა, რომლითაც შესაძლებელია ფილმებისა და ვიდეოების ყურება ბავშვების ოთახში, სადაც ვერ შეძლებთ აკონტროლოთ, თუ რას და რამდენ ხანს უყურებენ ისინი

7. ასევე, აკოტროლეთ, რას უყურებენ თქვენი შვილები თავიანთ მობილურებში.

 

წყარო: Canada’s Centre for Digital and Media Literacy