
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში, რიგით მესამე სემინარი ჩატარდა. სემინარი მედიაწიგნიერების ტრენერმა, ანი გვეტაძემ ჩაატარა და პედაგოგებს, რომლებიც სკოლებში მედიაწიგნიერების საგანს წარუძღვებიან, პროექტის თეორიული და პრაქტიკული საკითხები გააცნო. თბილისის მასშტაბით ჩატარებული სემინარების განმავლობაში, 100-მდე მასწავლებელი გადამზადდა.
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტი 2022 წელს დაიწყო და მე-10 კლასელებისთვის არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება. საგანს მოსწავლეები გადამზადებული მასწავლებლების ხელმძღვანელობით, 1 სემესტრის განმავლობაში გაივლიან და მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ისწავლიან.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია, გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტს ახორციელებს. პროექტი მიზნად საქართველოს ყველა რეგიონიდან ჯამში 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებაში დამატებით 1100 მასწავლებელი გადაამზადა
164 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებით დაინტერესებული 200 მასწავლებელი გადაამზადა
183 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებაში დამატებით 280 მასწავლებელი გადაამზადა
196 დღის წინ

ComCom უნივერსიტეტების ლექტორები მედიაწიგნიერების სწავლებისთვის სპეციალურად შემუშავებული პროგრამით გადაამზადა
221 დღის წინ