Happy Onlife-ის გზამკვლევი
17 იან. 2023
1443 ნახვა

ბავშვები და ახალგაზრდები ადრეული ასაკიდანვე ხდებიან ციფრული ტექნოლოგიების ძალიან აქტიური მომხმარებლები. ისინი სწრაფად სწავლობენ მშობლების, უფროსი ძმებისა/დებისა და თანატოლების ქცევის იმიტირებას. ერთი მხრივ, ბავშვებმა შეიძინეს დამოუკიდებლობა და უნარები ციფრულ სამყაროში; მეორე მხრივ, მათ ჯერ კიდევ არ აქვთ კრიტიკული აზროვნება განვითარებული, ისევე როგორც ცნობიერება რისკების შესახებ, როგორიცაა მაგალითად, კიბერბულინგი ან ციფრული იდენტობის ქურდობა. ზრდასრულებმა შეიძლება სხვადასხვა გზით დავეხმაროთ მოზარდებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, მათ შორის მნიშვნელოვანია კონკრეტული პრაქტიკული ინსტრუმენტებით დახმარება, რათა სწავლების პროცესი უფრო სასიამოვნო გახდეს მოსწავლეებისთვის.

მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი საინტერესო გზა, თუ როგორ ვასწავლოთ თამაშით ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება, არის ვიდეო თამაშები. განათლება ვიდეო თამაშების საშუალებით, სულ უფრო ხშირად განიხილება და ფასდება დღეს. საგანმანათლებლო თამაშები შექმნილია იმისთვის, რომ გავლენა მოახდინოს სამიზნე აუდიტორიაზე, რაც სცილდება გართობას.

მასწავლებლებმა და ბავშვებმა უნდა იცოდნენ განვითარებადი დიგიტალიზაციის რისკები და შესაბამისად, ჰქონდეთ მყარი საბაზისო ცოდნა სხვადასხვა მოწყობილობის, მათი შესაძლო გამოყენების, ბოროტად გამოყენებისა და გამოყენების შესაძლო შედეგების შესახებ. მცირეწლოვანი ბავშვები და მოზარდება მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დგანან, როდესაც ისინი მითითებების გარეშე იწყებენ ინტერნეტ სივრცის გამოყენებას. რა თქმა უნდა, ახალგაზრდებს აქვთ განვითარებული ციფრული უნარები, შესაბამისად იციან სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენება, მაგრამ ნაკლები ინფორმაცია აქვთ უშუალოდ ინტერნეტ რისკების შესახებ. იმისთვის, რომ ბავშვებმა მიიღონ ცოდნა და შეიძინონ შესაბამისი უნარ-ჩვევები, ევროკავშირის პოლიტიკის რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემუშავდა ცნობიერების ასამაღლებელი, საგანმანათლებლო ინსტრუმენტი - ონლაინ აპლიკაცია Happy Onlife დაწყებითი კლასის მოსწავეებისთვის და Happy Onlife-ის გზამკვლევი მასწავლებლებისთვის, რომელიც მათ მიაწვდის ინფორმაციას, როგორ ვისთან და რა მიზნით გამოიყენოთ თამაში.