როდესაც ახალ ამბებს კითხულობთ:
1. შეჩერდით;
2. გადაამოწმეთ;
3. დარწმუნდით;
4. გადაწყვიტეთ.
სანამ ინფორმაციას დაიჯერებთ, გააზიარებთ და მოიწონებთ, შეჩერდით!
დასვით კითხვები:
- ვინ არის რეპორტიორი? გსმენიათ მის შესახებ აქამდე? ენდობით?
- როგორ წარმოადგენს ავტორი საკუთარ თავს? სააგენტოა თუ კონკრეტული ჟურნალისტი?
- სხვა რა ახალი ამბები აქვთ გაზიარებული? სარწმუნოა?
- როგორ გამოიყურება მათი ვებგვერდი?
- როგორი სახელწოდება/მისამართი აქვს ვებგვერდს?
- რამდენად ფორმალური და გრამატიკულად გამართულია ტექსტი?
- რამდენად შეესაბამება სტატიის სახელწოდება მის შინაარსს?
გადაამოწმეთ:
- მსგავსი ახალი ამბავი თქვენთვის სანდო სხვა წყაროებმაც გადმოსცეს თუ არა;
- სტატიას თანდართული აქვს თუ არა მოვლენის ამსახველი რეალური ფოტო სათაურითა და ავტორის მითითებით;
- გამოყენებულია თუ არა ციტატები რეალური წყაროებიდან;
- სტატიაში ნახსენებია თუ არა ალტერნატიული შეხედულებები;
- რეპორტიორი მხოლოდ საკუთარ მოსაზრებას ხომ არ გადმოსცემს მომხდარის შესახებ;
- ფაქტები გამყარებულია თუ არა შესაბამისი მტკიცებულებებით (ფოტოები, ციტატები და სტატისტიკა).
გადაწყვიტეთ:
- ვენდობი ამ ახალ ამბავს;
- გავაზიარებ ამ ახალ ამბავს;
- ვეთანხმები ამ ახალ ამბავს;
- ვაპირებ, მოვიძიო მეტი ინფორმაცია ამ ამბის შესახებ;
ან
- არ ვენდობი ამ ახალ ამბავს;
- არ ვაპირებ ამ ახალი ამბის გაზიარებას;
- ვთვლი, რომ არ არის მართალი;
- მიმაჩნია, რომ მიკერძოებულია;
- ვაპირებ, გავარკვიო სიმართლე ამ ამბის შესახებ.
წყარო: The Guardian Foundation-ის News Wise პროგრამის ფარგლებში შექმნილი საგანმანათლებლო რესურსი 9-11 წლის მოზარდებისთვის. https://uploads.guim.co.uk/2020/05/15/News_Navigator_2020.pdf