ComCom-მა ხონის მერიის წარმომადგენლები ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა
18 ივნ. 2025
608 ნახვა
ციფრული მხარდაჭერის პროგრამა
კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხონის მერიის ა(ა)იპების ხელმძღვანელებისთვის ტრენინგი ჩაატარა. შეხვედრა პროგრამის ორი ძირითადი მიმართულების - ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების საკითხებს შეეხო. კერძოდ, მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 14 წელს ზემოთ, სამიზნე დასახლებებში მცხოვრებ პირებს შეუძლიათ სრულიად უფასოდ გაიარონ ტრენინგები. ხონში პროგრამის სამიზნე დასახლებებია: ახალბედისეული, დედალაური, ძეძილეთი, გამოღმა ნოღა, ხიდი, ქვედა გორდი, საწულიკიძეო და ზედა გორდი. ამ ეტაპისთვის, მუნიციპალიტეტში 360 ადგილობრივია გადამზადებული და ეს პროცესი, კვლავ აქტიურად გრძელდება. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციისთვის შეუძლიათ მიმართონ პროგრამის ციფრულ ელჩს ნომერზე: 555 74 28 48.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“, რომელსაც კომუნიკაციების კომისია საქართველოს რეგიონებში 2022 წლიდან აქტიურად ახორციელებს, ციფრულ წიგნიერებაში, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისებით სარგებლობის საკითხებში უკვე 8500-მდე ბენეფიციარი ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა ბაღდათში 450-მდე ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა
13 დღის წინ

ComCom-მა წალენჯიხაში ინტერნეტის გამოყენების შესახებ 500-მდე ადგილობრივი გადაამზადა
21 დღის წინ

ComCom-მა საჩხერის სამიზნე სოფლების მოსახლეობას „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ გააცნო
47 დღის წინ

ComCom-მა საჩხერეში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო
54 დღის წინ



