მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეშვიდედ წარმატებით ჩატარდა
03 აგვ. 2022
1181 ნახვა
ნამდვილი თუ მოგონილი?!

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსინამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეშვიდედ ჩაატარა და საუკეთესო ნამუშევრები გამოავლინაჟიურიმ 100-მდე ნამუშევარი შეაფასა და 3 გამარჯვებული გამოავლინა, რომლებსაც კომისიისგან ულტრათანამედროვე პრიზები გადაეცათ. მედიაწიგნიერების კონკურსი მეოთხე წელია ტარდება და აქტუალობას არ კარგავს, კონკურსის მიზანი  მოზარდებში კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებაა. კონკურსი  წესების თანახმად, მონაწილეებს უნდა აღმოეჩინათ მედიასივრცეში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია („Fake News“), რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაედგინათ რეალური ფაქტები და ამბავი.

კონკურსში პირველი ადგილი ლუკა შველიძემ დაიკავა, რომლის საკონკურსო ნაშრომიც ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას ეხებოდა. ლუკამ აღმოაჩინასაქართველო და მსოფლიოშიგამოქვეყნებული სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ევროპული მასმედია იუწყება, რომ ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებში დიდი პრობლემებიალუკამ გადაამოწმა სტატიის ავტორი და ავთენტურობა, ასევე სტატიაში მოყვანილი ფაქტები, ვიდეო პრეზენტაციაში რომელიც მან კომისიაში წარმოადგინა, ძალიან ნათლად აჩვენა, რა იყო დარღვევა და რატომლუკა შველიძემ პირველი ადგილისთვის კომუნიკაციების კომისიისგან საჩუქრად iPhone 13 Pro მიიღო.

მეორე ადგილზე ნიკოლოზ ყიფშიძე გავიდა, რომელმაც ნაშრომში განიხილა ონლაინ გამოცემასაქართველო და მსოფლიო“-ში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება უკრაინაში ქართველი მებრძოლების ლიკვიდაციის შესახებ. ინფორმაციის შესწავლისას ნიკოლოზმა მის ემოციებზე გაამახვილა ყურადღება და სტატია გადაამოწმა რუსულენოვან წყაროშიც, ხოლო შემდგომ სანდო მედიაშიც და საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გადაამოწმა და დაადგინა სტატიის სიყალბე. ნიკოლოზ ყიფშიძემ კომუნიკაციების კომისიისგან საჩუქრად HP- ლეპტოპი მიიღო.

მესამე ადგილი ლუკა ქავთარაძემ დაიკავა, რომელმაც https://offer.health-blog.me – ზე, გამაახალგაზრდავებელი პროდუქტის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმა. ლუკამ შეისწავლა სტატიაში მოცემული ფაქტები, გადაამოწმა ფოტოები, კომენტარები და დაადგინა, სტატიაში მოყვანილი პიროვნებები არ არიან რეალური სამედიცინო პერსონალი და შესაბამისად მათ მიერ გაცემული რეკომენდაციებიც არ არის სანდო. მესამე ადგილისთვის ლუკა ქავთარაძეს საჩუქრად  iPad 10.2 გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსინამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეშვიდედ ჩაატარა, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისთვის - ხუთჯერ და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ორჯერკონკურსის პარალელურად, კომუნიკაციების კომისია ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შესახებ, სკოლებში BBC Academy-ის მასალების გამოყენებით ტენინგებს ატარებდაინტერაქტიული სესიების ფარგლებში, მოსწავლეები იღებდნენ ცოდნას, თუ როგორ მოახდინონ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ანალიზი და გადაამოწმონ ფაქტები. აღნიშნული შეხვედრები მათ ასევე საკონკურსო ნაშრომის მომზადებაშიც დაეხმარა.