
დასრულდა ComCom-ის ციფრული მხარდაჭერის პროგრამა ქობულეთში, რომლის ფარგლებშიც, 21 სამიზნე სოფლის (აჭყვისთავი, გვარა, ზედა კონდიდი, ზენითი, კოხი, ლეღვა, სკურა, ქაქუთი, ქვედა კონდიდი, ცხრაფონა, წყავროკა, ჭახათი, ქვედა კვირიკე, დაგვა, ზედა კვირიკე, ხალა, ქვედა დაგვა, ხუცუბანი, ზედა სამება, შუაღელე) 1000-მდე ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში გადამზადდა.
პროგრამა ქობულეთში 7 თებერვალს დაიწყო და სულ 70 სემინარი ჩატარდა, სადაც მონაწილეებმა სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის შექმნისა და გამოყენების, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობის, ადგილმდებარეობის გაზიარების და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
ოზურგეთში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში, ციფრული მხარდაჭერის პროგრამას უკვე 2000-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს. ამ ეტაპისთვის კი, პროგრამა ჩოხატაურისა და სამტრედიის სამიზნე სოფლებში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად, ხორციელდება პროექტი Log-in Georgia, რომლის შემადგენელი ნაწილიც ციფრული მხარდაჭერის პროგრამაა. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა ოზურგეთში 170 ადგილობრივი ინტერნეტის გამოყენებაში გადაამზადა
25 დღის წინ

ComCom-მა ქობულეთსა და ხელვაჩაურში ელექტრონული აუქციონის გამოყენების შესახებ სემინარი ჩაატარა
110 დღის წინ

ComCom-მა ხელვაჩაურში 800-მდე ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა
124 დღის წინ

კომუნიკაციების კომისია ციფრული მხარდაჭერის პროგრამას ჩოხატაურის 11 სოფელში იწყებს
142 დღის წინ