კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი ჩაატარა, რომელსაც 135 სტუდენტი დაესწრო. მედიაწიგნიერების ტრენერმა ანნა გვეტაძემ ბაკალავრიატის სტუდენტებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მექანიზმების შესახებ. სტუდენტები ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შესახებ, BBC Academy-ის მასალებით გადამზადდნენ. სემინარზე მიღებული ცოდნა სტუდენტებს საკონკურსო ნამუშევრების მომზადებაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომლის მიზანი ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების, მედიაწიგნიერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა, უკვე მერვედ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება ბაკალავრიატის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია. კონკურსანტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (Fake News), რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. უნდა წარმოადგინონ ამბის აღმოჩენის გზა, მისი გადამოწმების წყარო და დაადგინონ რეალური ფაქტები.
ნამუშევრების წარდგენა სტუდენტებს 31 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. კონკურსის გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, რომლებსაც კომუნიკაციების კომისიისგან პრიზები გადაეცემათ. პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 14 Pro-ს, მეორე ადგილის მფლობელი - HP-ს ლეპტოპს, ხოლო მესამე ადგილზე გასული მოსწავლე iPad 10.2-ს მიიღებს. პრიზების გარდა, კონკურსის გამარჯვებულებსა და სხვა წარმატებულ მონაწილეებს კომუნიკაციების კომისია კარიერულ განვითარებაშიც დაეხმარება. კომუნიკაციების კომისია კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს სერტიფიკატებს გადასცემს და მათ ტრენერის სტატუსი მიენიჭებათ. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ კომისიის მედიაწიგნიერების პროექტებში და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვა სტუდენტებსა და მოსწავლეებს როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში გაუზიარონ.
მეტი ამ კატეგორიიდან
ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეთერთმეტედ ჩაატარა
146 დღის წინ
ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში 775 მოსწავლე და 40-მდე მასწავლებელი გადაამზადა
150 დღის წინ
ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში რეგიონებში 150 მოსწავლე გადაამზადა
167 დღის წინ
ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში 60 მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
188 დღის წინ