კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, რომელიც მიზნად ფაქტების გადამოწმებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გადაამზადა. შეხვედრაზე მონაწილეებმა საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს და BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მეთოდებს გაეცნენ.
ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი?!” უკვე მეათედ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა დაინტერესებულ სტუდენტებს 10 დეკემბრამდე შეუძლიათ. წესების მიხედვით, მონაწილეებმა უნდა აღმოაჩინონ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მათთვის სასურველი ფორმატით წარმოადგინონ დეზინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები. გამარჯვებულ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს და საჩუქრად MacBook Air 15.3”-ს, iPhone 15 Pro-სა და iPad 10.9-ს გადასცემს.
გარდა პრიზებისა, კონკურსის გამარჯვებულებს და სხვა წარმატებულ მონაწილეებს კომუნიკაციების კომისია კარიერულ განვითარებაშიც დაეხმარება და სერტიფიცირებული ტრენინგით გადაამზადებს. კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ტრენერის სტატუსი მიენიჭებათ და ComCom-ის მედიაწიგნიერების პროექტებში აქტიურად ჩართვას შეძლებენ, რომლის ფარგლებშიც, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას სხვა სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს გაუზიარებენ.
“ნამდვილი თუ მოგონილის?!” შესახებ საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს მასშტაბით 14 უნივერსიტეტში უკვე ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, მედიაწიგნიერებაში სულ 450-მდე სტუდენტი გადამზადდა.
მეტი ამ კატეგორიიდან
ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეთერთმეტედ ჩაატარა
142 დღის წინ
ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში 775 მოსწავლე და 40-მდე მასწავლებელი გადაამზადა
146 დღის წინ
ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში რეგიონებში 150 მოსწავლე გადაამზადა
163 დღის წინ
ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში 60 მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
184 დღის წინ