კომუნიკაციების კომისიამ, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, შემაჯამებელი კონფერენცია ჩაატარა, რომელიც მიზნად მედიაწიგნიერების სტრატეგიული ხედვისა თუ საერთაშორისო წარმატებული მაგალითების გაზიარებასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე დისკუსიას ისახავდა. კონფერენცია კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა გახსნა და მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები შეაჯამა. მან ასევე დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
გახსნით ნაწილში, კონფერენციაზე სიტყვით ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, საბინე მახლი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, ასვე, UNICEF-ის წარმომადგენელი საქართველოში, იესპერ მოლერი და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისი წარსდგნენ.
მოგვიანებით, ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ დახუნდარიძემ, აუდიტორიას კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები გაუზიარა.
ComCom-ის პროექტების განხილვის შემდგომ, მედია და ინფორმაციული წიგნიერების საერთაშორისო გამოცდილების, მსოფლიო ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ, გაიმართა პანელური სესია, რომელსაც მოდერაცია ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ გაუწია. დისკუსიაში მედიაწიგნიერების საერთაშორისო ექსპერტი და ამერიკელი პროფესორი, რენე ჰობსი მონაწილეობდა, რომელმაც მედიაწიგნიერების განათლების ევოლუციაზე, ამ მიმართულებით აშშ-ს გამოცდილებასა და მედიაწიგნიერების ხელშეწყობაში დაინტერესებული მხარეების როლზე გაამახვილა ყურადღება. დისკუსიის კიდევ ერთი მონაწილე ბრიტანეთის მედია მარეგულირებლის (Ofcom) მედიაწიგნიერების პოლიტიკისა და პროექტების ხელმძღვანელი, ფეი ლანტი იყო, რომელმაც მედიაწიგნიერების განვითარებაში მარეგულირებლის როლზე, საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილებაზე ისაუბრა.
კონფერენციის ფარგლებში გამართული მომდევნო პანელური სესია, რომლის მოდერატორიც ComCom-ის მედიააკადემიის ხელმძღვანელი, შორენა შავერდაშვილი იყო, ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში ახალ მედიას ეხებოდა. დისკუსიაში მონაწილეობა ComCom-ის წევრმა, ივანე მახარაძემ მიიღო, რომელმაც საერთაშორისო მაგალითებზე დაყრდნობით, ციფრული მედია არხების რეგულირების ტენდენციები მიმოიხილა. პანელის კიდევ ერთი მონაწილე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი იყო, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი პლატფორმის, 1tvplay.ge-სა და იმ სტრატეგიის შესახებ ისაუბრა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ციფრული მედია პროდუქტების განვითარების კუთხით აქვს. დისკუსიაში ასევე პროდიუსერი ირაკლი კაკაბაძე მონაწილეობდა, რომელმაც ტელევიზიიდან ონლაინ პლატფორმებამდე ტრანსფორმაციის პროცესზე, აუდიტორიის დაინტერესების ეფექტურ მეთოდებსა და ახალ მედიაში მონეტიზაციის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.
მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების პროცესში მეტი დაინტერესებული მხარის ჩართვა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მეტი ამ კატეგორიიდან
ComCom-მა ლენტეხსა და ცაგერში 760 ადგილობრივი ინტერნეტის გამოყენებაში გადაამზადა
23 დღის წინ
ევროპის ციფრული მედიის ობსერვატორიის მედიაწიგნიერების გზამკვლევს 70-მდე ორგანიზაციასთან ერთად მხარს ComCom-იც უჭერს
25 დღის წინ
მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, სკოლებში მედიაწიგნიერების დღე აღინიშნა
28 დღის წინ
ComCom-ის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ 500-ზე მეტი საკონკურსო ნაშრომი შემოვიდა
35 დღის წინ