ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტი და მისი მნიშვნელობა საქართველოსთვის
20 ნოე. 2024
94 ნახვა

ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტი (EU AI Act) წარმოადგენს მსოფლიოს პირველ ყოვლისმომცველ საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის (AI) რეგულირებას. დოკუმენტი განსაზღვრავს AI-ის გამოყენების წესებს ევროკავშირის მასშტაბით და მნიშვნელოვანი როლი აქვს გლობალურ ტექნოლოგიურ ლანდშაფტზე. აქტის შექმნის ინიცირება ჯერ კიდევ 2021 წელს მოხდა, ევროპულმა საბჭომ ის ოფიციალურად 2024 წლის მაისში მიიღო და ძალაში სრულად 2025 წლის თებერვლიდან შევა.

 

 

AI აქტის ძირითადი ასპექტებია:

რისკებზე დაფუძნებული მიდგომა

AI სისტემები კლასიფიცირდება მათი რისკის დონის მიხედვით, კერძოდ მაღალი, შეზღუდული/საშუალო და მინიმალური რისკის კატეგორიებად

მკაცრი რეგულაციები მაღალი რისკის AI სისტემებისთვის

მოიცავს AI სისტემების გამჭვირვალობის, უსაფრთხოებისა და ადამიანის ზედამხედველობის განსაკუთრებულ ზომებს

გამჭვირვალობის მოთხოვნები

მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, როდესაც ისინი AI სისტემებთან ურთიერთობენ

ინოვაციის მხარდაჭერა

აქტი ხელს უწყობს AI ინოვაციებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

სოლიდური ფინანსური  ჯარიმა

აქტის დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია 35 მილიონ ევრომდე ჯარიმა

AI აქტის რელევანტურობა საქართველოსთვის რამდენიმე ძირითად ასპექტში ვლინდება:

ევროინტეგრაცია

როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის AI აქტთან

ახალი ბიზნეს შესაძლებლობები

ქართულ კომპანიებს ან/და ინიციატივებს, რომლებიც შეძლებენ AI სტანდარტების დაკმაყოფილებას, ევროპის ბაზარზე შესვლის მეტად მაღალი შესაძლებლობა ექნებათ

მომხმარებელთა ციფრული უფლებების დაცვა

AI აქტის სტანდარტების დანერგვა საქართველოში გააუმჯობესებს მოქალაქეთა ციფრული უფლებების დაცვას

საერთაშორისო თანამშრომლობა

ევროკავშირის AI სტანდარტებთან შესაბამისობა AI-ის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისთვის საქართველოს შანსებს გაზრდის

მიუხედავად იმისა, რომ AI აქტი ოფიციალურად ძალაში 2025 წლიდან შევა, საქართველოში დოკუმენტით გათვალისწინებული სტანდარტების ეტაპობრივი დანერგვა და ამ მხრივ, ეროვნული AI აქტის/სტრატეგიის შექმნა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ AI ტექნოლოგია და სისტემები ყოველდღიურად ვითარდება. საგულისხმოა, რომ ფართო გაგებით, ეს პროცესი ხელს შეუწყობს საქართველოს ტექნოლოგიურ პროგრესს და ევროპულ ციფრულ ეკოსისტემაში ინტეგრაციას.  

წყაროები: