კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონების სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა ბათუმის N6 საჯარო სკოლაში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, 40 სკოლის დირექტორისთვის და რესურს ცენტრის წარმომადგენლებისთვის, მედიაწიგნიერების საგნის და შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსების შესახებ პრეზენტაცია ჩატარდა.
პროექტი “მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება”, X, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის დამატებას და მოზარდებში მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით, გასულ წელს, ComCom-მა საქართველოს მასშტაბით 600 მასწავლებელი მედიაწიგნიერების სწავლებაში გადაამზადა.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა (TPDC) და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს “მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების” პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსები, დამატებით 1000 მასწავლებლის შემდგომი გადამზადების მიზნით გადასცა.
მეტი ამ კატეგორიიდან
ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებით დაინტერესებული 200 მასწავლებელი გადაამზადა
36 დღის წინ
ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებაში დამატებით 280 მასწავლებელი გადაამზადა
49 დღის წინ
ComCom უნივერსიტეტების ლექტორები მედიაწიგნიერების სწავლებისთვის სპეციალურად შემუშავებული პროგრამით გადაამზადა
74 დღის წინ
ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებით დაინტერესებული 85 მასწავლებელი გადაამზადა
85 დღის წინ