ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებაში დამატებით 280 მასწავლებელი გადაამზადა
04 ოქტ. 2024
116 ნახვა
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება
ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით დამატებით 280 მასწავლებელი მედიაწიგნიერების საგნის სწავლებაში გადაამზადა. შეხვედრები მედიაწიგნიერების ტრენერმა, ხათუნა ციხელაშვილმა და მედიაწიგნიერების ექსპერტმა, ნატალია ინგოროყვამ ჩაატარეს, რომლებმაც მონაწილეებს სპეციალურად მედიაწიგნიერების სწავლებისთვის შემუშავებული საგანმანათლებლო რესურსები, კერძოდ, საგანმანათლებლო სტანდარტი და სახელმძღვანელო „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ გააცნეს. გადამზადების შემდეგ, მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა X, XI და XII კლასებში მედიაწიგნიერების არჩევით საგანს გაუძღვნენ და 1 სემესტრის განმავლობაში მოსწავლეებს მედიისა და ინფორმაციის ენა, ინფორმაციის დამუშავება, დეზინფორმაციის სახეები, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენა და სიმართლის დადგენის ტექნიკები შეასწავლონ.
კომუნიკაციების კომისიამ „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, 2022 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში თავდაპირველად ჩატარდა მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა, შემუშავდა საგანმანათლებლო სტანდარტი, სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო, რომელთა გამოყენებით, მედიაწიგნიერების სწავლებაში საქართველოს მასშტაბით უკვე 2250 მასწავლებელი გადამზადდა. პროექტის შედეგად, მედიაწიგნიერება ფორმალურ განათლებაში 2023 წელს ინტეგრირდა, ხოლო იმავე წელს, საქართველოს ექვსმა სკოლამ მედიაწიგნიერების საგანი აირჩია და სწავლება დაიწყო. 2024 წლიდან კი ასეთი სკოლების რიცხვი 227-მდე გაიზარდა, საიდანაც 91%-ს საქართველოს რეგიონის საჯარო სკოლები წარმოადგენენ.
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროცესის ხელშეწყობა ComCom-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, კომისია აგრძელებს მასწავლებელთა გადამზადებას, რომლის შედეგად მასწავლებლები მედიაწიგნიერების სწავლების პროცესის წარმართვას მეტად ეფექტიანად და ნაყოფიერად შეძლებენ.
მეტი ამ კატეგორიიდან
ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებით დაინტერესებული 200 მასწავლებელი გადაამზადა
19 დღის წინ
ComCom უნივერსიტეტების ლექტორები მედიაწიგნიერების სწავლებისთვის სპეციალურად შემუშავებული პროგრამით გადაამზადა
57 დღის წინ
ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებით დაინტერესებული 85 მასწავლებელი გადაამზადა
68 დღის წინ
ComCom-მა მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის სწავლებაში 70 პედაგოგი გადაამზადა
77 დღის წინ