ComCom-მა “მედიის გასაღების” ფარგლებში, ბავშვებისა და მშობლებისთვის კინოჩვენება გამართა
09 ოქტ. 2023
777 ნახვა
მედიის გასაღები

კომუნიკაციების კომისიამ, “მედიის გასაღებისპროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად მოზარდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას ისახავს, “მზიურშიკინოჩვენება და დისკუსია გამართა. შეხვედრას სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მათი მშობლებიც ესწრებოდნენ.

მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის, “ზოლემიასკინოჩვენების შემდეგ, გაიმართა დისკუსია თემაზეფილმები, როგორც კრიტიკული აზროვნების განვითარების ინსტრუმენტი”, რომელსაც რეჟისორი ნანა სამანიშვილი, პროდიუსერი და მკვლევარი ქეთევან ჯანელიძე, კინომცოდნე ნენო ქავთარაძე და ფსიქოლოგი ნინო ლაბარტყავა უძღვებოდნენ. დისკუსიის ფარგლებში, განხილული იყო ფილმის შინაარსი, მშობლის როლი, ანიმაციის გავლენა მოზარდების ფსიქოლოგიაზე, ფილმების ასაკთან შესაბამისობა და კრიტიკული აზროვნების განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები.

შეგახსენებთ, რომმედიის გასაღებიფინური მოდელის მიხედვით შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, სადაც ფილმების შესახებ პროფესიონალი ფსიქოლოგებისა და კინომცოდნეების მიერ შემუშავებული ინფორმაციაა განთავსებული. პლატფორმა ხელს უწყობს მოზარდებს, მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამოყენებით, განივითარონ კრიტიკული აზროვნება, გააანალიზონ ფილმის შინაარსი, ასევე, შეაფასონ მთავარი სათქმელი და მედია პროდუქტის არსი. პროექტი აღიარებულია ევროკომისიის მიერ. “მედიის გასაღებისფილმების მონახულება https://mediatsigniereba.ge/mediisgasagebi -ზე, სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი.