ComCom-მა საჩხერეში ინტერნეტის გამოყენების შესახებ 240-მდე ადგილობრივი გადაამზადა
12 ნოე. 2025
53 ნახვა
ციფრული მხარდაჭერის პროგრამა
გრძელდება კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ საჩხერის მუნიციპალიტეტში, რომლის ფარგლებშიც, ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების შესახებ 17 ტრენინგი ჩატარდა და 240-მდე ადგილობრივი გადამზადდა. ტრენინგის მონაწილეები სრულიად უფასოდ გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების გამოყენება და სხვა.
საჩხერეში პროგრამის სამიზნე სოფლებია: არგვეთი, ბახიოთი, ჭალა, ჭალოვანი, ჩიხა, დარყა, ღონა, იტავაზა, ჯალაურთა, ჯრია, კორბოული, ქვედა ორღული, ქვემო ხევი, მოხვა, ნიგვზარა, პერევი, სარეკი, ბაჯითი, შომახეთი, ცხამი. გადამზადების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის ციფრულ ელჩს: ნინო გაფრინდაშვილს, 555 593 984.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“, რომელსაც კომუნიკაციების კომისია საქართველოს რეგიონებში 2022 წლიდან აქტიურად ახორციელებს, ციფრულ წიგნიერებაში, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისებით სარგებლობის საკითხებში უკვე 10 000-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა ბაღდათში 450-მდე ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა
23 დღის წინ

ComCom-მა წალენჯიხაში ინტერნეტის გამოყენების შესახებ 500-მდე ადგილობრივი გადაამზადა
31 დღის წინ

ComCom-მა საჩხერის სამიზნე სოფლების მოსახლეობას „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ გააცნო
57 დღის წინ

ComCom-მა საჩხერეში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო
64 დღის წინ



