ComCom-მა საჩხერის სამიზნე სოფლების მოსახლეობას „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ გააცნო
25 სექ. 2025
559 ნახვა
ციფრული მხარდაჭერის პროგრამა
კომუნიკაციების კომისიამ საჩხერის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, საჩხერის სამიზნე სოფლებში, კერძოდ, სარეკში, ქვემო ხევში, ბაჯითში, მოხვაში, ჩიხაში, ქვედა ორღულში, ჭალაში, ღონაში, დარყაში, პერევში, ჯრიაში, არგვეთში, იტავაზაში, ცხამში, ბახიოთში, კორბოულში, შომახეთში, ნიგვზარასა და ჯალაურთაში ადგილობრივებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა. შეხვედრებს ევროპისა და აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ციფრული სპეციალისტი ჰიმატი სინ სანდუ ესწრებოდა.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სამიზნე დასახლებების მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ სრულიად უფასოდ, ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებაში გადამზადდნენ და გაეცნონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების ეფექტიანად გამოყენება და სხვა. სემინარი ასევე ითვალისწინებს სერტიფიკატს. გადამზადების პროგრამაში მონაწილეობისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის ციფრულ ელჩს: ნინო გაფრინდაშვილს, 555 593 984.
შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
იხილეთ ასევე
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ მარტვილის მოსახლეობისთვის დაიწყო
159 დღის წინ

ComCom „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ მარტვილში იწყებს
162 დღის წინ

ComCom-მა საჩხერეში ინტერნეტის გამოყენების შესახებ 240-მდე ადგილობრივი გადაამზადა
181 დღის წინ

ComCom-მა ბაღდათში 450-მდე ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა
195 დღის წინ



