რატომ უნდა ვიყოთ მედიაწიგნიერები?
25 ოქტ. 2021
3097 ნახვა

მედიაწიგნიერება არის უნარი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მოვიპოვოთ ინფორმაცია, გავაანალიზოთ, შევაფასოთ, ჩვენ თვითონ შევქმნათ და შესაბამისად გავავრცელოთ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს საშუალებით.

ციფრულმა ერამ, მედია პროდუქტების შექმნაზე ხელმისაწვდომობა გაზარდა ყველასთვის და ჩვენ არ ვართ დარწმუნებული თუ ვინ და რისთვის შექმნა ის მედია პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვკითხულობთ სხვადასხვა სოციალურ ქსელში. დღეს, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ ვხვდებით სხვადასხვა სახის მედია ინფორმაციას; იქნება ეს ფილმები, წიგნები, აფიშები თუ სხვა; ჩვენ ვნახულობთ განსხვავებულ მესიჯებსა თუ გამოსახულებებს, რომელიც ჩვენკენ არის მომართული.

იმისთვის, რომ თავი ავირიდოთ მედიის უარყოფითი ზეგავლებისაგან, ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, ვიყოთ მედიაწიგნიერები, რადგან მედიწიგნიერება:

  • გვასწავლის ვიფიქროთ კრიტიკულად
  • გვეხმარება ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევაში
  • გვასწავლის საკომუნიკაციო და მარკეტინგული ხერხების ამოცნობას
  • გვხდის ინფორმაციის და პროდუქტების „სმარტ“ მომხმარებული
  • გვეხმარება გავიგოთ ავტორის ჩანაფიქრები
  • გვასწავლის, თუ თავად, როგორ უნდა შევქმნათ პასუხისმგებლიანად მედია კონტენტი
  • გვეხმარება განვსაზღვროთ, მედიის როლი ჩვენ კულტურაში