კომუნიკაციების კომისიამ, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ინტერნეტის გამოყენებისა და მედიაწიგნიერების შესახებ სემინარი ჩაატარა. შეხვედრას მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლები და პროგრამის სამიზნე გეოგრაფიული არეალებიდან, მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც, სპეციალისტების დახმარებით, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების, სოციალური ქსელების, გუგლის სერვისების, ასევე, სასარგებლო ონლაინ აპლიკაციებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დაგეგმილია სემინარები ზუგდიდის 10-ზე მეტ სამიზნე სოფელში, რომლის ფარგლებშიც, ადგილობრივები ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ადგილმდებარეობის გაზიარების, ასევე, ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებისა და ყალბი ინფორმაციის ამოცნობის შესახებ გადამზადდებიან.
შეგახსენებთ, რომ ციფრული მხარდაჭერის პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, ოზურგეთის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების 135 სოფლის 3500-ზე მეტ მოსახლეს ციფრული წიგნიერების, ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებისა და სახელმწიფო ელ. სერვისებით სარგებლობის შესახებ სემინარები ჩაუტარდათ. ამ ეტაპისთვის, პროგრამა ზუგდიდისა და აბაშიც მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.
ციფრული მხარდაჭერის პროგრამა პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მეტი ამ კატეგორიიდან

116 ტრენინგი და 1700 გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა საჩხერეში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა
22 დღის წინ

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ გორში დაიწყო
37 დღის წინ

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ მარტვილის მოსახლეობისთვის დაიწყო
224 დღის წინ

ComCom „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ მარტვილში იწყებს
227 დღის წინ



