კომუნიკაციების კომისიამ ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას მოსახლეობასთან ციფრული წიგნიერების შესახებ სემინარები ჩაატარა.
სამდღიან აქტივობაში 40-ზე მეტი ადგილობრივი ჩაერთო და ინტერნეტის გამოყენების საბაზისო ცოდნა მიიღო. მონაწილეებმა სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიება, ელ-ფოსტის შექმნა და გამოყენება, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობა, ადგილმდებარეობის გაზიარება და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება ისწავლეს.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად Log-in Georgia პროექტი ხორციელდება, რომლის შემადგენელი ნაწილიც ციფრული მხარდაჭერის პროგრამაა. პროექტი Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად და მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა გორის მუნიციპალიტეტში ციფრულ უნარებში 1000-ზე მეტი ადგილობრივი გადაამზადა
6 დღის წინ

ევროკავშირის KIDS Act: რას ნიშნავს ეს აქტი ბავშვების ონლაინ უსაფრთხოებისთვის
16 დღის წინ

ComCom-სა და UNICEF-ს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
31 დღის წინ

„გახდი მედიაწიგნიერების ტრენერი“ – ComCom-ი ახალ კონკურსს აცხადებს
41 დღის წინ



