ზუგდიდში 30-მდე პედაგოგი მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მიზნით გადამზადდა
01 მარ. 2023
1073 ნახვა
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება

კომუნიკაციების კომისიამ ზუგდიდში, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში, ის პედაგოგები გადაამზადა, რომლებიც სკოლებში მედიაწიგნიერების საგანს წარუძღვებიან. შეხვედრა მედიაწიგნიერების ტრენერმა, ანი გვეტაძემ ჩაატარა და მონაწილეებს სწავლების მოდული გააცნო. სემინარს 30-მდე მასწავლებელი ესწრებოდა.

მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტი მე-10 კლასელებისთვის არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება. საგანს მოსწავლეები გადამზადებული მასწავლებლების ხელმძღვანელობით, 1 სემესტრის განმავლობაში გაივლიან და მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ისწავლიან.

შეგახსენებთ, რომმედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირებისპროექტს კომუნიკაციების კომისია გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი მიზნად საქართველოს ყველა რეგიონიდან ჯამში 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს.