სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის - როგორ აღმოვაჩინოთ და ვებრძოლოთ დეზინფორმაციას
28 ოქტ. 2021
2860 ნახვა

მათთვის, ვინც გავიზარდეთ მე-20 საუკუნეში, მოვესწარით ინფორმაციული ეპოქის განვითარებას, რომელიც განსაზღვრავს სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ გამოცდილებას. ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახლა ხდებიან სრულწლოვნები, ამ ისტორიის შემგდომი გამოწვევები და შესაძლებლობები არანაკლებ შთამაგონებელი და რთული იქნება. ჩვენ არ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, თუ რას მოიტანს მომავალი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ახალგაზრდების აღჭურვა იმ თვისებებით, რომლებიც საჭიროა მრავალფეროვან ინფორმაციურ სამყაროში ნავიგაციისთვის, იმის მიუხედავათ თუ რა მომავალს მოიტანს ტექნოლოგიები და ინტერნეტი.

ერთი განსხვავება იმ სამყაროს, რომელშიც დღევანდეილი სკოლის მოსწავლეები იზრდებიან და მათი მშობლების თაობასა შორის, არის ყველანაირი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. დემოკრატიული საზოგადოებებისთვის, ასეთი ინფორმაციული თავისუფლება დიდი საჩუქარია და სწორედ ამას გულისხმოს ის. თუმცა, ჩვენ დავინახეთ, რომ არასწორ ხელში ეს თავისუფლება შეიძლება საფრთხისშემცველი აღმოჩნდეს უნებლიე დეზინფორმაციის ან თუნდაც განზრახ დაგეგმილი დეზინფორმაციის გავრცელებით. ამ მუდმივად ცვალებადი ინფორმაციული ლანდშაფტის შესაძლებლობებსა და საფრთხეებზე ინფორმაციის მიწოდება და ნავიგაციის სწავლება დღეს ბავშვთა აღზრდისა და განათლების ერთ–ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ქვემოთ მოყვანილი მეთოდოლოგიების ნაკრები მიზნად ისახავს საშუალო სკოლის მასწავლებლებისთვის რესურსების მიწოდებას, რათა დაიწყოთ საუბარი მოსწავლეებთან არასათანადო ინფორმაციის საშიშროებით გამოწვეულ შედეგებზე. მათ შორისაა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, დემოკრატიის საკითხების და კულტურული და სამართლებრივი ნორმების გაანალიზებით, რომლებზეც არის დამყარებული ჩვენი საზოგადოებები. აბსოლუტური პასუხები არ არსებობს კითხვებზე, რომლებიც აუცილებლად ჩნდება, როდესაც უფრო ღრმად ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ სიმართლე და სიცრუე. თუმცა, ეს მეთოდოლოგიები არის ზუსტად გაურკვევლობის გაანალიზებისა და კრიტიკული აზროვნების საშუალებით განსჯის მეთოდები, რაც ჩვენ ახალგაზრდებს უნდა ვასწავლოთ. ამის გათვალისწინებით, გაკვეთილების ეს ინსტრუმენტების ნაკრები არ გთავაზობთ რეცეპტების ან აქსიომების სერიას. უფრო მეტიც, მოწოდებული მასალები შექმნილია დისკუსიის ინსპირაციისთვის. დებატებისა და ინფორმაციის გაცვლის საშუალებით, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ექსპერიმენტი ჩაატარონ ინფორმაციის მრავალმხრივი ხასიათის გამორკვევაზე, როგორც ინდივიდუალურად, ასევე თანატოლებთან საუბრის ფარგლებში. ეს არის ძირითადი უნარები იმისთვის, რომ ისინი გახდნენ პასუხისმგებელი მოქალაქეები ინტერნეტ სივრცეშ და უფრო ფართო საზოგადოებაში. ამრიგად, მოსწავლეები შეხვდებიან ისეთ პერსონაჟებს, როგორებიცაა მაკიაველი, პაპი ურბან II და დღევანდელი QAnon შეთქმულების თეორეტიკოსები. ისტორიიდან და ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მოცემული შემთხვევების შესწავლა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს გაერკვნენ დეზინფორმაციის ფენომენის მოქმედებაში მსოფლიოს მასშტაბით, ამასთან კონტექსტურად ასახავს დაზინფორმაციას, როგორც ფენომენს ისტორიული პრეცედენტებით და პარალელებით. ვიმედოვნებთ, რომ ეს თინეიჯერებს ინტელექტუალური და პირადი რესურსების განვითარებაში დაეხმარება, ზრდასრულ ცხოვრებაში დეზინფორმაციის ამოსაცნობად.

პედაგოგები ამ საუბრის მთავარი მოთამაშეები არიან. აქ გათვალისწინებულია თხოვნები, რომლებიც მასწავლებელთა საზოგადოებისგან მივიღეთ დეზინფორმაციის შესახებ რესურსების მოწოდებაზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს მასალები მნიშვნელოვანი იქნება დეზინფორმაციასთან დაკავშირებული სწავლების შესახებ ფართო განხილვისთვის. ჩვენი მეთოდოლოგია ემყარება ევროკავშირში დეზინფორმაციისა და დეზინფორმაციის შესწავლის და მათზე რეაგირების საკუთარ გამოცდილებას. მოსწავლეების მსგავსად, ჩვენც ყოველთვის ვცდილობთ ვისწავლოთ და გადავხედოთ ჩვენს მიდგომას. მოხარული ვიქნებით თუ თქვენგანაც მივიღებთ გამოხმაურებას და კომენტარებს.

ეს მეთოდოლოგია მიზნად ისახავს, დაეხმაროს ახალგაზრდებს დეზინფორმაციის ფენომენის გაცნობაში - მის მიერ წარმოქმნილი საფრთხეების გააზრებაში, ახსნაში, თუ როგორ შეუძლიათ მოსწავლეებს უფრო მარტივად ამოიცნონ და დაიცვან თავი მისგან, და შექმნან შესაძლებლობა უფრო დეტალურად გაეცნონ კონკრეტულ მაგალითებს. ინსტრუმენტების ნაკრები ღიაა და უფასოა ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მისი მორგება და დანერგვა შესაძლებელია ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუმცა ძირითადი სამიზნე ჯგუფის თინეიჯერები 15-დან 18 წლამდე. წარმოადგენენ.

იხილეთ სახელმძღვანელო

აღმოაჩინე და ებრძოლე დეზინფორმაციას