მედიაწიგნიერების 5 კომპეტენცია: მოქმედება
26 ივნ. 2024
1204 ნახვა

მედიაწიგნიერება განიმარტება, როგორც თანამედროვე მედიაგარემოში უსაფრთხო ნავიგაციისა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო 5 ძირითადი კომპეტენციის ერთობლიობა, ესენია: (1) წვდომა, (2) ანალიზი, (3) შეფასება, (4) შექმნა და (5) მოქმედება. ამ კონტექსტში, მოქმედება კულმინაციურ ეტაპს წარმოადგენს და გულისხმობს:

◾ სამოქალაქო ჩართულობას, მედიაშეტყობინებებზე წვდომის, სიღრმისეული ანალიზისა და შეფასების შედეგად;
◾ მეინსტრიმული მედიის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას;
◾ მედიასთან დაკავშირებული მოსაზრებების, გრძნობებისა და იდეების გაცნობიერებას.

როგორ შეგვიძლია ვიმოქმედოთ?
◾გაუწიეთ ადვოკატირება მედიაწიგნიერების განათლების დანერგვას სასკოლო სწავლებაში, განსაკუთრებით, ისეთ ჯგუფებში, როგორებიც არიან: მასწავლებლები, სასკოლო ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობები;
◾ გააზიარეთ მხოლოდ სანდო ინფორმაცია ონლაინ სივრცეში;
◾ იყავით აქტიური მოქალაქე;
◾ წარმოადგინეთ თქვენი ხმა არსებულ მედიაგარემოში;
◾ ამოიცანით და ამხილეთ მისინფორმაციისა და დეზინფორმაციის შემთხვევები ონლაინ სივრცეში;
◾ ასწავლეთ სხვებს მედიაწიგნიერება და მიეცით მაგალითი საკუთარი ქმედებით;
◾ დაუსვით კრიტიკული კითხვები თქვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ნაცნობებს მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
◾ გაავრცელეთ მედიაწიგნიერების სასწავლო რესურსები თქვენს გარემოცვაში.

კითხვები, რომლებიც მედიაშეტყობინებებზე საპასუხო მოქმედების განსაზღვრაში დაგეხმარებათ:
◾ როგორ შემიძლია ვიმოქმედო ამ შეტყობინების საპასუხოდ?
◾ რა ვუყო ამ ინფორმაციას?
◾ როგორ აღვძრა სხვა ადამიანებში მოქმედების სურვილი ჩემ მიერ შექმნილი მედიაშეტყობინებებით?

წყარო: https://mlw.namle.org/about/theme/act/