ComCom-მა ჩხოროწყუში 160 ადგილობრივი ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენებაში გადაამზადა
28 იან. 2025
895 ნახვა

ციფრული მხარდაჭერის პროგრამა
კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ჩხოროწყუში 160 ადგილობრივი ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპისთვის 13 სემინარი ჩატარდა, სადაც ბენეფიციარები სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების მიზნობრივად გამოყენების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნენ.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ 2022 წლიდან ხორციელდება და ციფრულ წიგნიერებაში, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისებით სარგებლობის საკითხებში 5500-ზე მეტი გადამზადებული პირი ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
იხილეთ ასევე
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა საჩხერის სამიზნე სოფლების მოსახლეობას „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ გააცნო
23 დღის წინ

ComCom-მა საჩხერეში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო
30 დღის წინ

ComCom-მა სამეგრელოში 70-ზე მეტი ლექტორი ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა
72 დღის წინ

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ბაღდათის 8 სოფლის მოსახლეობას გააცნო
79 დღის წინ