ComCom-მა მედიაწიგნიერების კვირეული მასწავლებელთა ფორუმით გახსნა
24 ოქტ. 2023
837 ნახვა
მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული

ომუნიკაციების კომისიამ, მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მასწავლებელთა ფორუმით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, მედიაწიგნიერების სტანდარტისა დამედიაწიგნიერების გაკვეთილებისსახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. ფორუმს 60-მდე პედაგოგი და ონლაინ რეჟიმში, 40-ზე მეტი დაინტერესებული პირი ესწრებოდა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, ასევე UNICEF-ის წარმომადგენელმა საქართველოში, იესპერ მოლერმა გახსნეს და მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიების გახსნითი ნაწილის შემდგომ, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავამ, მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტსა და სკოლებში მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის დამატების უპირატესობებზე გაამახვილა ყურადღება. ხოლო მოგვიანებით, სახელმძღვანელოს ავტორმა და მედიაწიგნიერების ექსპერტმა, ნატალია ინგოროყვამ, მონაწილეებისთვის მედიაწიგნიერების გაკვეთილების პრეზენტაცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, პედაგოგებს წიგნის დანიშნულებისა და მთავარი საკითხების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრის დასასრულს, TPDC-ის წარმომადგენელი და ტრენერი, მანანა ჯინჭარაძე, სახელმძღვანელოს პრაქტიკული გამოყენების შესახებ სემინარს გაუძღვა და მასწავლებლებს მედიაწიგნიერების სწავლების შესახებ საინტერესო რჩევები გაუზიარა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, ComCom-მა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თამაშრომლობითა და UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, თავდაპირველად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მედიაწიგნიერების საჭიროებების შესახებ ჩატარდა კვლევა, რომლის შედეგებზე დაყრდნობით, მასწავლებლებისთვის მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, ტრენინგ-მოდული და შესაბამისი სახელმძღვანელო შემუშავდა. შემუშავებული რესურსების გამოყენებით კი, ComCom-მა საქართველოს მასშტაბით 600 მასწავლებელი მედიაწიგნიერების სწავლებაში გადაამზადა. ხოლო, 2023 წელს, პედაგოგების შემდგომი გადამზადების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ TPDC-ის პროექტის ფარგლებში შექმნილი რესურსები გადასცა.

მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტი X, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება, რომელსაც მოსწავლეები გადამზადებული მასწავლებლების ხელმძღვანელობით, 1 სემესტრის განმავლობაში გაივლიან და მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ისწავლიან.

მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული, 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.