კომუნიკაციების კომისიამ და European Union in Georgia -მ დეზინფორმაციასთან გამკლავებაში აჭარის საჯარო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის 16 პედაგოგი გადაამზადეს.
კრიტიკული აზროვნება, დეზინფორმაციის იდენტიფიცირების სხვადასხვა ხერხი და ინფორმაციის ვალიდაციის მეთოდები - ეს ის თემებია, რომლებზეც ტრენინგი ბათუმის, ქობულეთის, შუახევის, ქედას, ხელვაჩაურის, ხულოს სკოლების მასწავლებლებს ჩაუტარდათ.
სასწავლო სემინარის ფარგლებში, პედაგოგებმა მიიღეს ცოდნა დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის მექანიზმების შესახებ. ისინი ასევე გაეცნენ პრაქტიკულ მეთოდებს, თუ როგორ უნდა ამოიცნონ დეზინფორმაცია მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამოყენებით და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შესახებ.
მასწავლებლები მოწვეული ექსპერტების მიერ შემუშავებული შემოქმედებითი და ინტერაქტიული საგანმანათლებლო მოდულით გადამზადდნენ, რომელიც სპეციალურად აღნიშნული პროექტისთვის შეიქმნა.
მეტი ამ კატეგორიიდან
ComCom-ის და EU-ს დეზინფორმაციასთან გამკლავების პროექტი TPDC-ს გადაეცა
802 დღის წინ
კომუნიკაციების კომისიამ დეზინფორმაციასთან გამკლავებაში ოზურგეთში 21 პედაგოგი გადაამზადა
924 დღის წინ
კომუნიკაციების კომისია დეზინფორმაციასთან გამკლავებაში დამატებით 200 პედაგოგს გადაამზადებს
966 დღის წინ
მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის მხარდაჭერით 50 პედაგოგი გადაამზადა
1122 დღის წინ