კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში, ზესტაფონსა და ქუთაისში 70-მდე პედაგოგი მედიაწიგნიერების ტრენერმა, რუსუდან კარკაძემ გადაამზადა. შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნენ სასწავლო მოდულთან დაკავშირებულ საკითხებს და შეასრულეს ის პრაქტიკული დავალებები, რომელთა გამოყენებითაც მოსწავლეებს მედიაწიგნიერების საგანს შეასწავლიან.
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტი მე-10 კლასელებისთვის არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება, რომელსაც მოსწავლეები გადამზადებული მასწავლებლების ხელმძღვანელობით, 1 სემესტრის განმავლობაში გაივლიან და მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ ისწავლიან.
შეგახსენებთ, რომ „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტს კომუნიკაციების კომისია გაეროს ბავშვთა ფონდის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი მიზნად საქართველოს ყველა რეგიონიდან ჯამში 500 მასწავლებლის გადამზადებას ისახავს.
მეტი ამ კატეგორიიდან

2025 წელს მედიაწიგნიერების საგანს საქართველოს 300-მდე სკოლა ასწავლის
128 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების შესახებ მასწავლებელთა კონფერენცია გამართა
285 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებაში დამატებით 1100 მასწავლებელი გადაამზადა
474 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებით დაინტერესებული 200 მასწავლებელი გადაამზადა
493 დღის წინ



