1. გააცნობიერეთ კიბერბულინგის საფრთხე
კიბერბულინგი მრავალი ფორმით შეიძლება განხორციელდეს, მათ შორის კი, ყველაზე გავრცელებულია:
- თავის მოჩვენება სხვა ადამიანად;
- მცდარი ამბების ან ჭორების გავრცელება;
- ვულგარული, დამაშინებელი ან ავი განზრახვის მატარებელი შინაარსის შეტყობინებებისა და ფოტოსურათების გაგზავნა;
- სხვა ადამიანის სურათის გამოქვეყნება მათი თანხმობის გარეშე.
განსხვავებით ტრადიციული ბულინგისგან, კიბერბულინგს ვერსად გაექცევი - ციფრული შეტყობინებები ბავშვებამდე ადვილად აღწევს სახლში, სკოლასა თუ ნებისმიერ სხვა ადგილას. მსხვერპლს დამალვის ერთადერთ გზად ციფრული სამყაროსგან გამოთიშვაღა დარჩენია, რამაც მოზარდი შესაძლოა იზოლაციაში მოაქციოს. გარდა ამისა, ანონიმურობა მჩაგვრელს უფრო მეტი სითამამის საშუალებას აძლევს. ასეთ დროს, მენტალური ჯანმრთელობის პრობლმების მქონე მოზარდები განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ დგებიან. შესაბამისად, მშობლებმა უნდა გააცნობიერონ ციფრული სამყაროს თანმდევი რისკების და რეგულარულად განიხილონ ეს საკითხი საკუთარ შვილებთან.
2. უზრუნველყავით ბავშვების უსაფრთხოება
კიბერბულინგის აბსოლუტური პრევენცია შეუძლებელია. თუმცა, მშობლებს შეუძლიათ გარკვეული თავდაცვის ზომების მიღება საკუთარი შვილების დასაცავად. მაგალითად, შეახსენეთ შვილებს, რომ საჭიროა:
- არ გახსნან უცხო პირებისაგან შემოსული ელექტრონული შეტყობინებები და არ დაეთანხმნონ უცხო პირების გამოგზავნილ მეგობრობის თხოვნებს;
- გადაუღონ ფოტოსურათი შემოსულ დამაშინებელ შეტყობინებას და შეინახონ, როგორც მტკიცებულება - ეს შესაბამის უწყებებს გამოძიებაში დაეხმარება.
- დაბლოკონ მჩაგვრელი, წაშალონ შეტყობინებები წაუკითხავად, აუცილებლად გაუზიარონ საკუთარი შიშები სანდო მეგობარს ან მშობელს;
- არ უპასუხონ დამაშინებელი ან არასასიამოვნო შინაარსის მქონე შეტყობინებას;
- მშობელთან ერთად საქმის კურსში ჩააყენონ შესაბამისი უწყებები;
- გაიაზრონ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების წესები.
3. მჩაგვრელთან დაპირისპირებამდე, ერთად შეიმუშავეთ გეგმა
როდესაც მშობლები იგებენ, რომ მათი შვილი კიბერბულინგის მსხვერპლია, პირველი რეაქცია, ხშირად, გაბრაზება და სამართალდამცავი ორგანოების ან მჩაგვრელის მშობლების ჩარევის გზით სამართლიანობის ძიებაა, რასაც ბავშვები სიტუაციის გაუარესების შიშით აპროტესტებენ. ასეთ დროს, ვიდრე მჩაგვრელს დაუპირისპირდებით, საჭიროა შეაგროვოთ ფაქტები და მოილაპარაკოთ პრობლემის მოგვარების ეტაპობრივ გეგმაზე.
წყარო: https://www.mghclaycenter.org/parenting-concerns/families/3-things-parents-child-cyberbullied/