ბავშვები, ახალგაზრდები და ეკრანთან გატარებული დრო: ჯანსაღი ციფრული ცხოვრების სტრატეგიები
24 ივნ. 2025
49 ნახვა

დღესდღეობით, ციფრული ტექნოლოგიები ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. სმარტფონები, პლანშეტები და კომპიუტერები მუდმივად იპყრობენ ადამიანების ყურადღებას, რაც სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, მათი როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობისთვის. შესაბამისად, წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია სტრატეგიები, რომლებიც შესაძლოა სასარგებლო იყოს ეკრანის დროის შემცირების კუთხით.

1. დროის მართვის აპლიკაციების გამოყენება
თანამედროვე ტექნოლოგიები გვთავაზობენ სხვადასხვა აპლიკაციებს და მობილურის (Android, iOS) ფუნქციებს, რომლებიც შესაძლებლობას იძლევიან გავაკონტროლოთ ონლაინ აქტივობები. აღნიშნული აპლიკაციები (მაგ.: Google Family Link, Microsoft Family Safety, Moment, OffScreen) გვეხმარებიან განსაზღვროთ ეკრანთან გატარებული დრო და დავაწესოთ შესაბამისი შეზღუდვები.

2. ციფრული დეტოქსი
კვირაში ერთხელ მაინც სრული დღის განმავლობაში უარის თქმა ციფრულ მოწყობილობებზე საშუალებას აძლევს ბავშვებსა და ახალგაზრდებს, მეტი დრო გაატარონ ოჯახთან, მეგობრებთან, ბუნებაში ან დაეუფლონ ახალ ჰობს.

3. ოჯახური შეთანხმება
მშობლებსა და შვილებს შორის ე.წ. “ეკრანის დროის წესების” ერთობლივად შემუშავება ეფექტური მიდგომაა. სასურველია, წინასწარ განისაზღვროს ის საათები, როდესაც ციფრული მოწყობილობების გამოყენება შეზღუდული ან აკრძალული იქნება.

4. ფიზიკური აქტივობა
ეკრანებთან გატარებული დრო ხშირად ანაცვლებს ფიზიკურ აქტივობებს, რაც შესაძლოა ბავშვების, ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს. ამ მიზეზით, რეკომენდებულია, რომ ეკრანთან გატარებული დრო ჩანაცვლდეს სპორტული აქტივობებით, სეირნობით ან სხვა ინტერაქტიული გართობებით.

5. ღამის რეჟიმი
მობილური მოწყობილობებისა და კომპიუტერების ხშირი გამოყენება ძილის რეჟიმზე ნეგატიურად აისახება, განსაკუთრებით 18 წლამდე ასაკის ადამიანებში. ამიტომ, მიზანშეწონილია, ძილის წინ შეიზღუდოს ეკრანების გამოყენება, რადგან ლურჯი სინათლე აფერხებს მელატონინის გამოყოფას და იწვევს ძილის დარღვევას.

წყაროები: