დეზინფორმაციასთან გამკლავება მედიაწიგნიერების მეშვეობით: ევროპის კავშირის ტენდენციების ანალიზი
20 დეკ. 2024
18 ნახვა

დეზინფორმაცია თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების მთავარი პრობლემაა. ესპანეთის უნივერსიტეტის პროფესორებმა, ექსპერტებმა (Charo Sabada, Ramon Salaverria) ჩაატარეს სამეცნიერო კვლევა, რომელიც აანალიზებს ევროპის კავშირში გავრცელებულ მედიაწიგნიერების ტენდენციებს დეზინფორმაციასთან გამკლავების შესახებ. აღნიშნული ტენდენციებია:

1. ევროპის კომისიის მიერ წახალისებულია მედიის კონვერგენცია, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა პლატფორმებისა და მოწყობილობების გამოყენებით მომხმარებლების შესაძლებლობას, შეუფერხებლად მოიძონ, დაამუშაონ და გააზიარონ ინფორმაცია.

2. ევროკომისია ფოკუსირებულია პოზიტიური გამოცდილების შექმნაზე და არა მხოლოდ რისკების მოგვარებაზე, რომელიც მოიაზრებს მოქალაქეებს შორის საერთო პასუხისმგებლობის წახალისებას ინფორმაციის შერჩევასა და გავრცელებაზე. აღნიშნული მიდგომის მაგალითია, Better Internet for Kids (BIK, 2014) ინიციატივა.

3. ჰიბრიდული რეკლამის ზრდის, მათ შორის, პროდუქტის განთავსების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ საერთო მიდგომების განსაზღვრა. ესპანეთში შემუშავებულია "España por Autocontrol" (2021) თვითრეგულირების ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ეთიკური სარეკლამო პრაქტიკის პოპულარიზაციას.

4. საგანმანათლებლო კურიკულუმებში ციფრულ კომპეტენციებთან დაკავშირებული თემატიკების ინტეგრირება წაახალისებს მედიაწიგნიერებას. ესპანეთში უპირატესობას ანიჭებენ საკითხების შესწავლას არაერთი პერსპექტივიდან, რაც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მედიაპროდუქტების (როგორებიცაა, სასკოლო გაზეთი, რადიო), განსაკუთრებით, ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით, შექმნის ხელშეწყობა, მედიაწიგნიერების ერთ-ერთი მთავარი მიდგომაა (Pérez Tornero, 2008).

6. პრიორიტეტულია ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლება ყალბი ინფორმაციის ამოცნობისა და პროფესიული ეთიკის სტანდარტების შესახებ.

7. ევროპაში წახალისებულია სექტორთაშორისი თანამშრომლობა, მათ შორის, სამთავრობო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოს, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით.

8. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, როგორებიცაა, საფრანგეთი და გერმანია, კანონმდებლობის დონეზე რეგულირდება დეზინფორმაცია.

რომ შევაჯამოთ, ორი ტიპის მიდგომაა გავრელებული ევროპულ ქვეყნებში დეზინფორმაციის შესამცირებლად, საკანონმდებლო რეგულაციები და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით მათი პასუხისმგებლობის გაზრდა.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://nuevaepoca.revistalatinacs.org/index.php/revista/article/view/1471/3776