დეზინფორმაციის ანატომია: გავრცელების მიზეზები, ეტაპები და თავდაცვის მექანიზმები
20 დეკ. 2024
18 ნახვა

უკვე არაერთი წელია, რაც დეზინფორმაცია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისთვის და საზოგადოებებისთვის. შესაბამისად, არსებითია იმის გაგება თუ რატომ, როგორ იქმნება და ვრცელდება დეზინფორმაცია.

დეზინფორმაციის შექმნის მიზეზები

პოლიტიკური

  • საზოგადოებრივი აზრით/აზრზე მანიპულირება

  • ძალაუფლების მოპოვება/შენარჩუნება

  • საზოგადოების პოლარიზაცია

  • დემოკრატიული პროცესების შეფერხება

ეკონომიკური

  • სარეკლამო შემოსავლების მიღება

  • კომერციული უპირატესობის მოპოვება

  • მომხმარებლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა

იდეოლოგიური და გეოპოლოტიკური

  • სასურველი მსოფლმხედველობის გავრცელება

  • ისტორიული ფაქტების გაყალბება

  • საერთაშორისო ურთიერთობების დესტაბილიზაცია

  • ეროვნული უსაფრთხოების შესუსტება

  • სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შერყევა

ინდივიდუალური

  • პიროვნული ანგარიშსწორება

  • რეპუტაციის შელახვა

  • ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება

დეზინფორმაციის გავრცელება იშვიათად არის უმიზნო ქმედება. მის უკან, როგორც წესი, კონკრეტული მიზნები და მოტივაციები დგას, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც მარტივი, ასევე კომპლექსური.

დეზინფორმაციის გავრცელების ეტაპებია:

1. შექმნა - პირველადი ყალბი ინფორმაციის გენერირება
2. ადაპტაცი - სხვადასხვა აუდიტორიაზე მორგება
3. ლეგიტიმაცია - მცირე, მაგრამ აქტიური ჯგუფების მიერ გაზიარება
4. მეინსტრიმიზცია - ფართო აუდიტორიამდე მიტანა
5. ექოს ეფექტი - მუდმივად გამეორება

დეზინფორმაციისგან თავდაცვის მექანიზმები

საზოგადოებრივი დონე

  • მედიაწიგნიერების ინიციტივები/პროექტები

  • ფაქტების გადამოწმების პლატფორმები

  • საკანონმდებლო რეგულაციები

ინდივიდუალური დონე

  • კრიტიკული აზროვნება

  • მრავალფეროვანი საინფორმაციო წყაროების გამოყენება

  • ფაქტების გადამოწმება

დეზინფორმაციის გავრცელება კომპლექსურ პროცესს წარმოადგენს, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიის, სოციალური პლატფორმებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების თავისებურებებს იყენებს. მისი წარმატებით გავრცელება დამოკიდებულია, როგორც შემქმნელების მოხერხებულობაზე, ისე საზოგადოების მედეგობაზე და ადამიანების მედიაწიგნიერების უნარებზე.

წყაროები:

https://www.tandfonline.com/doi/full/10.1080/23808985.2020.1759443#d1e234

https://library.oapen.org/bitstream/handle/20.500.12657/54482/1/9781000599121.pdf#page=88