რატომ და როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება?
14 ივლ. 2022
3177 ნახვა

მედიაწიგნიერება ახალგაზრდებს ასწავლის დასვან კითხვები, შეაფასონ, გამოიკვლიონ და გადააფასონ მათი მულტიმედიური კულტურა. ასევე, სწავლობენ, თუ როგორ გახდნენ აქტიური და ჩართული მედიის მომხმარებლები.

მედიაწიგნიერების საგაკვეთილო პროცესში დანერგვა, წარმოადგენს,  ერთგვარ ხიდს ტრადიციულ საგნებთან და სწავლის პროცესში შემოაქვს განსხვავებული მიდგომა თითოეული საგნის მიმართ. ის აძლიერებს და ნერგავს თანამედროვე მეთოებს მიმდინარე პედაგოგიკაში, რომელიც ხაზს უსვამს სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებას, მრავალხმრივი ინტელექტის ამოცნობას, ინფორმაციის ანალიზსა და მის მიზანმიმართულად გამოყენებას. მედიაწიგნიერება ემყარება ინოვაციური სწავლების მეთოდებს. ისეთი მედია, როგორიცაა ფილმები, კომიქსები, ტელევიზია, ვიდეო-თამაშები, ინტერნეტი და რეკლამაც კი ცხოვრების ნაწილია, რომელიც ყველა ბავშვს აინტერესებს. მედია ქმნის გამაერთიანებელ გარემოს და შესაბამისად არის სწავლის კატალიზატორი. მედიის საფუძვლების ცოდნა ხელს უწყობს ახალგაზრდებს, გამოიყენონ მულტიმედიური ინსტრუმენტები შემოქმედებითად. მიმართონ „კეთებით სწავლის“ სტრატეგიას, რომელიც ამზადებს მათ მომავალი სამსახურისთვის, სადაც სულ უფრო მეტად არის მოთხივნილი კომუნიკაციის დახვეწილი ფორმების გამოყენება.

მედი განათლება ახალგაზრდებს რეალური სამყაროს საკითხებზე აფიქრებს. ეხმარება მათ საკუთარი თავი აღიქვან  აქტიურ მოქალაქეებად და საჯარო დებატების პოტენციურ კონტრიბუტორებად. მრავალფეროვან და პლურალისტურ საზოგადოებაში მედიის შესწავლა ეხმარება ახალგაზრდებს გააცნობიერონ, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია მედიას, კონკრეტული საკითხის აღქმასთან მიმართებაში. ეს აძლიერებს ახალგაზრდების დამოკიდებულებას მრავალფეროვნების, იდენტობისა და განსხვავებულობების მიმართ.

მედიაწიგნიერება ეხმარება ახალგაზრდების პიროვნულ ზრდას და სოციალურ განვითარებას. სატელევიზიო გადაცემების, მოდის, ფილმებისა და რეკლამის ანალიზი ხელს უწყობს მათი ცხოვრების სტილის არჩევასა და თვითშეფასების განსაზღვრას.

მედიაწიგნიერება ასწავლის ბავშვებს განასხვავონ რეალობა და ფანტაზია, მედიაში ასახული და რეალური ცხოვრების  ძალადობა, მედიასა და რეალურ ცხოვრებაში არსებული გმირებსა და მისაბაძი მაგალითებისგან.

მოსწავლეების უმეტესობა ინტერნეტს იყენებს ინფორმაციიის მოპოვების მიზნით. ხოლო, მედიაწიგნიერება საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განათლების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ეხმარება ახალგაზრდებს კრიტიკული აზროვნების უნარებისა და სტრატეგიების გამომუშავებაში, ძებნის ოპტიმიზაციაში, ინფორმაციის შეფასებაში, ავთენტიფიკაციის, პლაგიატისა და საავტორო უფლებების საკითხების შესწავლაში.

რჩევები მედიაწიგნიერების საკლასო ოთახში ინტეგრირებისთვის:

მიუხედავად იმისა, რომ მედიაწიგნიერების სწავლების საჭიროება ყველასთვის გასაგები და მნიშვნელოვანია, ის ძალიან ხშირად გამოტოვებულია სასწავლო პროგრამიდან და კლასებში ზედმიწევნით არ ისწავლება. ეს სხვადასხვა ფაქტორებითაა განპირობებული, როგორიცაა საჭირო ტექნიკის შეზღუდული ხელმისაწვდომობა, მასწავლებელთა ცოდნის ნაკლებობა და განსაკუთრებით მედიწიგნიერების სტანდარტიზირებული სწავლების მეთოდის არ არსებობა.

რამდენიმე რჩევა, რათა მედიაწიგნიერება გახდეს თქვენი საკლასო პრაქტიკის მნიშვნელოვანი და ინტეგრირებული ნაწილი:

მოუსმინეთ მოსწავლეებს, თუ რაზე საუბრობენ ისინი თავისუფალ დროს. სავარაუდოდ, ეს დაკავშირებული იქნება მედიასთან, რომელსაც უყურებენ, თამაშობენ და უსმენენ. ახალი ამბების, პოპულარული ფილმების და სახელგანთქმული ადამიანების განხილვა შესანიშნავი შესაძლებლობაა მედიის ანალიზისთვის.

მიეცით სტუდენტებს მოტივაცია შექმნან საკუთარი მედია და არა უბრალოდ გააანალიზონ ის. პრაქტიკული გამოცდილება ყველაზე აპრობირებული სწავლების მეთიდია. ამით კარგად გაიგებენ,  როგორი ემოციური გავლენა შეიძლება იქონიოს ფილმმა ან სატელევიზიო შოუმ. მედიის შექმნა და განხილვა დაიწყეთ და  დაასრულეთ მედიაწიგნიერების ძირითადი ცნებებით.

ასწავლეთ ბავშვებს, რომ კრიტიკული აზროვნება სულაც არ არის კრიტიკა და ჩვენ შეგვიძლია გამოვავლინოთ და ვისაუბროთ პრობლემურ საკითხებზე ისე, რომ არ დავკარგოთ მათგან მიღებული სიამოვნების შეგრნება. არ დაგავიწყდეთ პოზიტიური მაგალითების მოძიება, როდესაც განიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა სქესი, სტერეოტიპები და ა.შ.

ასწავლეთ მედიის ზეგავლენების შესახებ, მათთვის საინტერესო საკითხებზე საუბრით. მაგალითად, თუ აჩვენებთ პიესის ან წიგნის კინო ვერსიას, სთხოვეთ სტუდენტებს გააანალიზონ განსხვავება ძირითადი ცნებების გამოყენებით. რით განსხვავდება ფილმის კომერციული მოსაზრებები წიგნისა და პიესისგან? რა ტექნიკური ფაქტორები ცვლის ამბის ძირითად აზრს? რით განსხვავდება ფილმის მაყურებლის მოლოდინები სპექტაკლის ან წიგნის მოლოდინებისგან? რით არის ფილმის შემქმნელების ღირებულებები და ვარაუდები მსგავსი ან განსხვავებული ორიგინალური ავტორის ღირებულებებისგან? როგორ მოქმედებს ყველა ეს განსხვავება ძირითად მნიშვნელობაზე?

მედია განათლება კითხვების დასმაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა პასუხების სწავლაზე. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება კონკრეტული მოსაზრება გქონდეთ რაიმე მედიაპროდუქტის შესახებ, მიეცით თქვენს მოსწავლეს შესაძლებლობა, გამოიტანონ საკუთარი დასკვნები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე გაქვთ ისეთ საკითხებთან, როგორიცაა სტერეოტიპები, ან სხეულის იმიჯი, სადაც თქვენს სტუდენტებს და თქვენ სავარაუდოდ უკვე გაქვთ ჩამოყალიბებილი თქვენი პირადი მოსაზრებები. თქვენ უნდა გამოიყენოთ კრიტიკული ანალიზის უნარი და არა თქვენი ემოციები, რათა დასკვნამდე მიხვიდეთ.

ებრძოლე აზრს, რომ „არ აქვს მნიშვნელობა“

მოსწავლეები ხშირად ცდილობენ თავი აარიდონ მედიაპროდუქტების შედეგებზე საუბარს, მაგალითად თქვან, რომ „ეს მხოლოდ სატელევიზიო შოუა“ ან „უბრალოდ ვიდეო თამაშია“, ან „მხოლოდ მუსიკალური ვიდეო კლიპია“ და ა.შ. შეახსენეთ მოსწავლეებს, რომ მედიას შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა მაშინაც კი, თუ შემქმნელებმა ეს არც კი დაგეგმეს. მაგალითად, კვლევამ აჩვენა, რომ მედიის მოხმარებამ შეიძლება გაუცნობიერებელი გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ ვხედავთ სხვებს და როგორ ვხედავთ საკუთარ თავს. ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც იმპლიციტური მდგომარეობა, ან არაცნობიერი მიკერძოება. ეს კი დამტკიცებულია, რომ გავლენას ახდენს ადამიანების გრძნობებზე, რაც აყალიბებს გარკვეულ დამოკიდებულებებს კონკრეტული საკითხების მიმართ.

მედიაწიგნიერების ცოდნა შეაფასეთ სიტყვებით - "ეს იქნება ტესტირებაზე?" - შესრულებული სამუშაოს შეფასებით. ამით თქვენ აგებინებთ მოსწავლეებს, რომ ეს ღირებული და მნიშვნელოვანია. დარწმუნდით, რომ თქვენი შეფასებები ისეთივე გააზრებული და ობიექტურია, როგორც ყველა სხვა დავალების შემთხვევაში.

თვალი ადევნეთ მედიის ტენდენციებს და ახალ მოვლენებს. არ არის აუცილებელი იყო მედიაექსპერტი, რომ ასწავლო მედიაწიგნიერება, მაგრამ მედიაწიგნიერების სწავლება დაგეხმარებათ იცოდეთ იმის შესახებ, თუ რას უყურებენ თამაშობენ, კითხულობენ და უსმენენ ბავშვები, რომ აღარაფერი ვთქვათ რას აკეთებენ ისინი ონლაინ. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ბავშვებს მისცეთ საშუალება თავად იყვნენ ექსპერტები და თქვენ გასწავლონ უახლესი ტენდენციების შესახებ.

წყარო:https://mediasmarts.ca/digital-media-literacy/general-information/digital-media-literacy-fundamentals/media-literacy-fundamentals