სახელმძღვანელო „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“
16 ოქტ. 2023
12266 ნახვა

სახელმძღვანელო მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ მომზადდა „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის ფარგლებში, რომელიც კომუნიკაციების კომისიის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა სახელმძღვანელო და მასწავლებლების გადამზადების მოდული.

პროექტი „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება“ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება. გადამზადებული მასწავლებლები, ერთი სემესტრის განმავლობაში ასწავლიან მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ.

სახელმძღვანელოს მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ავტორია ნატო ინგოროყვა. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ თვალსაზრისს. 

იხილეთ სახელმძღვანელო: „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“