სწორი ვიდეო თამაშის შერჩევა
25 ოქტ. 2021
2602 ნახვა

ვიდეო თამაშები საკმაოდ აქტუალური საკითხია მოზარდობის ყველა ასაკისთვის. ცნობილია, რომ ვიდეო თამაშები იწვევს აგრესიული ქცევის ზრდას ბავშვებსა და მოზარდებში (Anderson, 2000); ამიტომ აუცილებელია, სწორად შევარჩიოთ ვიდეო თამაში იმისთვის, რომ ავირიდოთ მისი უარყოფითი ზეგავლენა.

ბავშვებისთვის ვიდეო თამაშის შერჩევისას, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

1. დაფიქრდით ბავშვის ინტერესებზე, რა სახის ვიდეო თამაშებს ანიჭებენ ისინი უპირატესობას - სპორტულს, სტრატეგიულს, ფანტასტიკას თუ სხვა?

2. გაესაუბრეთ სხვა მშობლებსაც, რათა მიიღოთ რჩევები კარგ თამაშებთან დაკავშირებით

3. მოძებნეთ ისეთი თამაში, რომლის ასაკობრივი შეზრუდვა (ESRB) შეესაბამება თქვენი შვილის ასაკს. გაითვალისწინეთ, რომ ეს შეზღუდვები მხოლოდ რეკომენდაციებია და ყველა ბავშვი განსხვავებულია. ისეთი თამაშებიც კი, რომელსაც არ აქვთ ასაკობრივი შეზღუდვა (განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისთვის), შესაძლოა, შიშის მომგვრელი იყოს ზოგიერთი ბავშვისთვის. გარდა იმ შეფასებებისა და განმარტებებისა, რომელიც არის მოცემული ვიდეო თამაშის შეფუთვაზე, თქვენ ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ვიდეო თამაშის მოკლე აღწერას, გაფრთხილებებსა და სხვა ინფორმაციას ასაკობრივი შეზღუდვის - ESRB-ის ვებ-გვერდზე
https://www.esrb.org/


4. მოიძიეთ ისეთი ვიდეო თამაში, რომელიც იქნება საინტერესო და მიმზიდველი, მაგრამ არა ძალადობრივი. ვიდეო თამაშების მწარმოებლები ქმნიან ძალადობრივი ხასიათის თამაშებს იმისთვის, რომ ბავშვებს დაუკმაყოფილონ ძალაუფლებისა და კონტროლის მოთხოვნილებები. ეცადეთ ნახოთ ისეთი ვიდეო თამაში, რომელიც გაართობს თქვენ შვილს და დაუკმაყოფილებს კონტროლის მოთხოვნილებებს არაძალადობრივი გზებით.

5. მოიძიეთ ისეთი ვიდეო თამაში, რომელიც მოითხოვს სტრატეგიის დაგეგმვასა და პრობლემის გადაჭრის უნარებს. თუ მას თან ახლავს საგანმანათლებლო კომპონენტიც, ეს დიდი ბონუსია.

6. მოიძიეთ ისეთი თამაში, რომელშიც არის ძლიერი მდედრობითი სქესის გმირი, მაგრამ არა სექსუალურად სტერეოტიპული

7. თუ არის შესაძლებელი, ჯერ მოძებნეთ ან ითხოვეთ ვიდეო თამაში. იკითხეთ თამაშის დემო ვერსია და დარწმუნდით, რომ გექნებათ თამაშის უკან დაბრუნების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ არ მოგეწონათ მისი შინაარსი.


8. ნახეთ ისეთი ვიდეო თამაში, რომელსაც 2 მოთამაშე თამაშობს, რათა წაახალისოთ თანამშრომლობითი თამაშის ქცევები და თამაშის პროცესი აქციოთ სოციალურ აქტივობად.

 

წყარო: Canada’s Centre for Digital and Media Literacy