იყავი პასუხისმგებნიანი
13 მაი. 2022
1888 ნახვა

ონლაინში თქვენ იმაზე მეტი გავლენის მოხდენა შეგიძლიათ, ვიდრე ამას აცნობიერებთ. ერთი მხრივ, შეგიძლიათ გაამხიარულოთ ადამიანები, დადებითი გავლენა მოახდინოთ თქვენს სკოლაზე, ქალაქსა ან თუნდაც, მთელს სამყაროზე; მეორე მხრივ, თქვენმა ონლაინ აქტივობამ შეიძლება მასშტაბური უარყობითი და საზიანო გავლენა მოახდინოს. ამიტომ მნიშვნელოვანია იფიქროთ იმაზე, რასაც ამბობთ, აკეთებთ ონლაინში და მაქსიმალურად ეცადოთ პასუხისმგებლიანად მოეკიდოთ ონლაინ აქტივობას.

ებლიანად იქცევით, მნიშვნელოვანია გაითვალიწინოთ 3 საკითხი: პატივი ეცით ადამიანების კონფიდენციალობას, პატივი ეცით სხვის გრძნობებს და პატივი ეცით სხვის საკუთრებას.

პატივი ეცით ადამიანების კონფიდენციალობას

მეგობრები მუდმივად გვიზიარებენ პირად ინფორმაციას, ფოტოებს, ფიქრებსა და ადგილმდებარეობას. მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი მეგობრების კონფიდენციალობა და არ გავუზიაროთ ეს ინფორმაცია სხვებს.

თუ მაინც გადავწყვეტთ გაზარებას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რამდენიმე საკითხი:

- რა შეიძლება მოხდეს, თუ ჩემს მიერ გაზიარებულ ინფორმაციას ისეთი ადამიანები ნახავენ ვისაც არ უნდა ენახათ ეს?

- რას იგრძნობს ჩემი მეგობარი, თუ მისი მშობლები, მასწავლებლები, სხვა მეგობრები ან შეყვარებული ნახავს ამ პოსტს?

- თუ თქვენმა მეგობარმა გაგიზიარათ ისეთი ფოტო სადაც სხვა ადამიანებიც არიან იფიქრეთ იმაზე თუ როგორ იგრძნობენ ისინი თავს ამის გაზიარებისას. ხომ არ არის ფოტოში რამე, რომელმაც შესაძლოა მათ თავი უხერხულად აგრძნობინოს ან შეაწუხოს?

პატივი ეცით სხვის გრძნობებს

ზოგჯერ ჩვენ არ ვუფიქრდებით და ვერ ვაცნობიერებთ იმას, როგორი ზეგავლენა შეიძლება მოვახდინოთ სხვებზე ჩვენი ონლაინ აქტივობებით. ეს იმიტომ ხდება, რომ ვერ ვხედავთ, გვესმის და ვგრძნობთ სხვა ადამიანების უკურეაქციებს, მათ სახის გამომეტყველებას თუ დამოკიდებულებას.  

დაფიქრდით ამ საკითებზე, როცა ონლაინ ესაუბრებით ადამიანებს:

მანიპულირება, ტროლინგი და მასხრობა საკმაოდ გავრცელებულია ონლაინში. ზოგჯერ ეს მხოლოდ „თამაშის ნაწილია“, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ სხვა ადამიანების გრძნობები და დამოკიდებულებები. ასევე, გახსოვდეთ, რომ წესები განსხვავდება სხვადასხვა სივრცეში: ის, რაც მისაღებია თქვენს საყვარელ ონლაინ თამაშში, შეიძლება არ იყოს მისაღები მეგობრებთან საუბრისას.

მართლაც, მარტივია ონლაინში დრამის წამოწყება და კიდევ უფრო მარტივია ამის გასეიოზულება. როდესაც კითხულობთ ან ხედავთ ისეთ რაღაცას, რაც გაბრაზებთ, ცხელ გულზე არ უპასუხოთ. მხოლოდ მას შემდეგ გაეცით პასუხი, როცა იფორმაციას ზუსტად გაიაზრებთ. ჰკითხეთ საკუთარ თავს, იქნებ არასწორად წაიკითხეთ ან აღიქვით მოწოდებული ინფორმაცია და შეცდომით გესმით ისეთი რაღაც, რის თქმაც არ სურდა ავტორს. და მაინც, თუ კონფლიქტი დაიწყება თქვენსა და სხვა ონლაინ მომხმარებელს შორის, სცადეთ პირადი მიმოწერით მშვიდად ესაუბროთ მათ.

თუ რომელიმე თქვენი მეგობარი ჩაერთვება დრამაში ან მას მოძალადე „აბულინგებს“ ჰკითხეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ მის დასახმარებლად. კარგია მეგობრების გვერდით დგომა, მაგრამ ყოველთვის მათ მხარეს ყოფნამ და სხვის წინააღმდეგ წასვლამ, შესაძლოა სიტუაცია გააუარესოს. ბულინგის მსხვერპლების უმეტესობა ამბობს, რომ მათ ყველაზე მეტად ვინმესთან ლაპარაკი, ინფორმაციის გაზიარება და გვერდში დომა ესაჭიროებათ.

თუ თქვენ გყავთ შეყვარებული, ნუ ჩაერევით ისეთ საკითხებში, როგორიცაა: მათი ადგილმდებარეობის კონტროლი, ან იმის შემოწმება თუ ვის და რაზე ეკონტაქტებიან ონლაინში. არასოდეს სთხოვოთ თქვენს შეყვარებულს გამოგიგზავნოთ ისეთი ფოტო ან რაიმე სხვა, რისი გაზიარებაც მას არ სურს. თუ თქვენი შეყვარებული გაიძულებთ ონლაინში ისეთი რამის გაკეთებას, რაც თქვენ არ გსიამოვნებთ აუცილებელია ესაუბროთ მშობელებს, მეგობრებს, ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც ენდობით ან დარეკეთ 112-ის ცხელ ხაზზე დასახმარებლად.

პატივი ეცით სხვის საკუთრებას

ინტერნეტი თავს დიდ სავაჭრო ცენტრად გრძნობს და უმეტესად არ ყავს დაცვის თანამშრომლები, რათა გააკონტროლონ ის, რომ ჩვენ არაფერს ვიპარავთ. თუმვა ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ თქვენ არ სცეთ პატივი იმ ადამიანების, რომლებმაც შექმნეს ყველა თამაში, ვიდეო, მუსიკა და სხვა შესანიშნავი მასალა, რომელიც ონლაინში არსებობს.

ინტერნეტში რაიმეს თამაშის, ყურების ან მოსმენისას, დაფიქრდით ამ საკითხებზე:

მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ონლაინში ხელმისაწვდომია, არ ნიშნავს იმას, რომ შეგიძლი გამოიყენო. მნიშვნელოვანია ყოველთვის დაიცვათ საავტორო უფლებები.  

ასევე, არ იფიქრო, რომ ყველაფრის უფლება გაქვს, მას შემდეგ, რაც სათანადო საფასური გადაუხადე ავტორს. პატივი უნდა სცეთ ავტორის სურვის და გაითვალისწინოთ ის, თუ რა მიმარულებით სურს მას თავისი პროდუქტის განვითარება: როდესაც ვინმე ქმნის რაიმე თამაშს, სიმღერას ან ფილმს, ის ფლობს მას და იმსახურებს გააკონტროლო პროდუქტის განვითარების მიმართულებები. მათ შეუძლიათ აირჩიონ თავიანთი პროდუქტის უფასოდ გაცემა, თუმცა თუ მათ სურთ გადასახადის დაწესება შეუძლიათ მოითხოვოს ეს. ონლაინში უამრავი უფასო პროდუქტია ხელმისაწვდომი, ხოლო თუ რაიმე ფასიანია ეს იმას ნიშნავს, რომ მისმა მფლობელმა მოითხოვა პროდუქტზე ფასის დაწესება.

არ იფიქროთ, რომ დიდი კომპანიის მოტყუება განსხვავდება ადამიანის მოტყუებისგან. თითოეული მათ მიერ წარმოებული ნივთის გაყიდვა და ლიცენზიის გადასახადი არის მისი შემქმნელის შემოსავლის წყარო. თუ კომპანიები შეწყვეტენ წარმოებას იმის გამო, რომ ისინი ვერ იღებენ შემოსავალს ამით მისი შემქმნელი დაზარალდება.  

ხალხის საკუთრების პატივისცემა ასევე ეხება სხვისი ნამუშევრების გამოყენებას ესეებსა და დავალებებში. ზოგჯერ პლაგიატი შემთხვევითია: მაგალითად, სტუდენტების უმეტესობამ იცის, რომ მთელი დავალებების კოპირება არის მოტყუება, მაგრამ მათ შეიძლება არ იცოდნენ, რომ განსხვავებული ფორმულირება და სხვადასხვა აზრების ავმოყრა და საკუთარ ნამუშევრად გასაღება, ასევე ითვლება მოტყუებად. დაიმახსოვრეთ, თუ თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ რაიმე ინტერნეტში, ასევე შეუძლია თქვენს მასწავლებელს, ასე რომ ითამაშე წესების მიხედვით და დარწმუნდით, რომ მიუთითოთ წყარო ნებისმიერ იდეას, რომელიც თქვენი არ გეკუთვნით.

„დედლაინის“ მოახლოებისას შესაძლოა დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეთ, თუმცა ნუ ეცდებით მოკლე გზების მოძებნას. თუ თქვენ დააკოპირებთ იმას, რაც ვიღაცამ დაწერა, თქვენ არა მხოლოდ ატყუებთ ამ ადამიანს, თქვენ ნამდვილად ატყუებთ საკუთარ თავს, რომ თითქოს რაიმე ისწავლეთ. ამასთან ერთად, ატყებთ კლასის ყველა მოსწავლეს, რომლებიც ეცადნენ დავალება პირნათლად შეესრულებინათ.  

წყარო: https://mediasmarts.ca/teacher-resources/do-right-thing