განათლება გლობალური მოქალაქეობისთვის
07 ნოე. 2023
3290 ნახვა

წარმოგიდგენთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული ჟურნალის ახალ გამოცემას „განათლება გლობა­ლური მოქალაქეობისთვის”. აღნიშნულ ნომერში გამოქვეყნებულია სტატია „მედიაწიგნიერების განვითარება საქართველოში“, რომელიც ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა მედიაწიგნიერება - 21-ე საუკუნის გამოწვევა, მედიაწიგნიერება, როგორც გამჭოლი კომპეტენცია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის როლი მედიაწიგნიერების განვითარებაში. ასევე, მიმოხილულია მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო პროექტები. სტატიის ავტორია კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი მარიამ დახუნდარიძე.