მედიაწიგნიერება და ჩვენი შვილების სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება
17 ოქტ. 2023
1074 ნახვა

რას ნიშნავს და რატომ არის მნიშვნელოვანი მედიაწიგნიერება?

მედიაწიგნიერება მედიის მოხმარების, შექმნისა და კრიტიკული ანალიზისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ერთობლიობაა. მედიაწიგნიერების კომპეტენციები მნიშვნელოვანია, ვინაიდან:

- მედიის გამოყენებით, ბავშვებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება;

- ხელს უწყობს მოზარდების სამოქალაქო ჩართულობას;

- დეზინფორმაციის ეპოქაში, მოზარდებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება.

რას ნიშნავს და რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვების სოციალურ-ემოციური განვითარება?

სოციალურ-ემოციური განვითარება არის პროცესი, რომლის შედეგადაც მოზარდები ითვისებენ ჯანსაღი იდენტობის ჩამოსაყალიბებლად და საკუთარი ემოციების სამართავად საჭირო ცოდნას, უნარებსა და დამოკიდებულებებს. სწორედ სოციალურ-ემოციური განვითარების შედეგია ემპათიის გრძნობა, ისევე, როგორც მეგობრული ურთიერთობების დამყარებისა და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარები.

რა კავშირია მედიაწიგნიერებასა და ბავშვების სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას შორის?

სოციალურ-ემოციური კომპეტენცციები საჭიროა მედიაწიგნიერების უნარების გასავითარებლად. მაგალითად, სხვა ადმიანების შეხედულებებისა და გრძნობების გათვალისწინებისა და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიღების უნარების მქონე ბავშვები ნაკლებად აგზავნიან ან აქვეყნებენ ავი განზრახვის მქონე შეტყობინებებსა და პოსტებს სოციალურ მედიაში. მედიაწიგნიერების უნარების განვითარებით, მოზარდები და ზრდასრული ადამიანები ასევე ივითარებენ სოციალურ-ემოციურ კომპეტენციებს, როგორებიცაა თვითაღქმა, საკუთარი თავის მართვა, სოციალური ცნობიერება, ურთიერთობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები.

რჩევები მშობლებს: როგორ შევუწყოთ ხელი ჩვენი შვილების მედიაწიგნიერებისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციების განვითარებას

როდესაც რომელიმე რეკლამას, ფილმს ან გადაცემას უყურებთ, ან ვიდეო თამაშებს თამაშობთ, დაუსვით შვილებს შემდეგი კითხვები:

- რა ჩანაფიქრი აქვს ამ რეკლამას/გადაცემას?

- როგორ გაგრძნობინებს თავს რეკლამის/გადაცემის შინაარსი?

- ვინ არის მისი სამიზნე აუდიტორია და როგორ იგრძნობს იგი თავს?

- რისი გაკეთების სურვილს გიჩენს ეს რეკლამა/გადაცემა?

აღნიშნული კითხვებით, ბავშვებს უბიძგებთ, კრიტიკულად შეაფასონ ესა თუ ის შეტყობინება და მისი პოტენციური გავლენა, ისევე, როგორც გააანალიზონ სხვა ადამიანების მოტივაცია. შედეგად კი, მათ განუვითარდებათ ემოციებზე დაკვირვების, ემპათიის, თვითრეგულირებისა და ადამიანებთან ურთიერთობების დამყარების უნარები.

წყარო: https://digitalwellnesslab.org/guides/parents-guide-to-media-literacy-social-emotional-learning/