21-ე საუკუნეში საკმაოდ აქტუალური გახდა საკუთარი ციფრული „მე“-ს ონლაინში წარმოჩენა, რის საუკეთესო საშუალებასაც იძლევა „ლაივ სტრიმინგი“. „ლაივ სტრიმინგი“ ეს არის სოციალური ქსელების, Instagram, Facebook, TikTok, Twitch და YouTube და ა.შ., ფუნქცია მოგვცეს საშუალება საკუთარი ქმედებები პირდაპირ ტრანსლაციით გავუზიაროთ სხვა მომხმარებლებსაც. ადამიანები “ლაივსტრიმინგს“ იყენებენ საკუთარი ცხოვრებისული მოვლენებისა და სიახლეების მეგობრებთან, ნათესავენთან ან ფართო საზოგადოებასთან გასაზიარების მიზნით.
უამრავი ადამიანი სიამოვნებით უყურებს მეგობრების, ცნობილი ადამიანებისა და სხვადასხვა დარგის პროფესიონალების „ლაივ სტრიმინგს“. ამაღელვებელი, სენსიტიური ვიდეოები გვაძლევს საშუალებას ვიყოთ კონკრეტული მოვლენის ვირტუალური მონაწილე იმ მომენტში, როდესაც ის ხდება.
რატომ იყენებენ ადამიანები „ლაივ სტრიმინგს“?
ადამიანები „ლაივ სტრიმინგს“ იყენებენ არა მხოლოდ საკუთარი თავისა და ყოველდღიური ცხოვრების მეგობრებისთვის/ოჯახისთვის ან ფართო საზოგადოებისთვის „ლაივში“ წარმოსაჩენად, არამედ რაიმე საინტერესო მოვლენის გაზიარების მიზნითაც, როგორიცაა მაგალითად, ონლაინ თამაშის პირდაპირ ეთერში გახმოვანება.
გარდა ამისა, „ლაივ სტრიმინგის“ გამოყენება შესაძლებელია პროფესიულ საქმიანობაში, რეკლამისა და მარკეტინგის მიზნით; მაგალითად, „ინფლუენსერები“ ან „ვლოგერები“ „ლაივ სტრიმინგს“ იყენებენ გამომწერებთან კომუნიკაციისა და ინფორმაციის გავრცელებისთვის. ასევე, „ლაივ სტრიმინგი“ აქტიურად გამოიყენება ახალი ამბების მედიით გავრცელებისას, რათა პირდაპირი ტრანსლაციით მოხდეს საინტერესო ამბების დროული გაშუქება.
რა რისკებს შეიცავს „ლაივ სტრიმინგი“?
21-ე საუკუნეში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია საკუთარი ციფრული „მე“-ს უსაფრთხოების დაცვა; მართალია, საკუთარი ცხოვრების პირდაპირ ეთერში გადმოცემა და მეგობრებისთვის გაზიარება შეიძლება მართლაც დადებითი გამოცდილება იყოს, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რომელიც გასათვალისწინებელია იმისათვის, რომ თქვენი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი:
1. გახსოვდეთ, რომ ვიდეოში თქვენი პირადი ნივთებისა და სხვადასხვა მინიშნების გამოყენებით, თქვენ აზიარებთ პირად ინფორმაციას, რომელიც შესაძლებელია ნახოს, არამხოლოდ თქვენმა მეგობარმა, არამედ უცხო ადამიანმაც. მოერიდეთ ვიდეოს ჩაწერას ისეთი ადგილიდან, სადაც შესაძლებელია თქვენი ამჟამინდელი მდებარეობის, საცხოვრებელი ადგილისა თუ სამუშაო/სასწავლო დაწესებულების ამოცნობა
2. დაფიქრდით თუ ვის აქვს შესაძლებლობა უყუროს თქვენს ვიდეოს, მაშინაც კი თუ თქვენ იყენებთ უსაფრთხოების პარამეტრებს (მხოლოდ მეგობრები) უნდა გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ მაყურებელს აქვს შესაძლებლობა გადაიღოს ეკრანის ფოტო ან ჩაიწეროს ვიდეო
3. ყოველთვის კარგად დაფიქრდით, სანამ პირდაპირ ეთერში გახვალთ! მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გაქვთ რედაქტირებისა და პირდაპირი სტრიმინგის წაშლის შესაძლებლობა, გაითვალისწინეთ, რომ მომხმარებელთა ნაწილი მას უყურებდა პირდაპირ ეთერში და არსებობს ალბათობა, რომ რომელიმეს ვიდეოს ასლი ჰქონდეს შექმნილი.
რა რისკებს შეიცავს „ლაივ სტრიმინგის“ ყურება?
პირდაპირი ეთერის ყურებისას, წინასწარ ვერ განსაზღვრავთ ზუსტად რას ნახავთ ან მოისმენთ, ამიტომ თუ „სტრიმინგის“ დროს რაიმე შემაშფოტებელს გადააწყდებით, ამის შესახებ ყოველთვის ესაუბრეთ ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც იცნობთ და ენდობით.
„ლაივ სტრიმინგის“ უამრავ სერვისს ასევე აქვს ჩატის ფუნქცია ინტერაქციისთვის, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას ესაუბროთ უცნობ ადამიანებს. მნიშვნელოვანია იცოდეთ რას აზიარებთ, დარწმუნდით, რომ არ გაამჟღავნებთ პერსონალურ ინფორმაციას. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი რისკი - შინაარსის სანდოობა. ვლოგერებსა და ცნობილ ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ “ლაივ სტრიმინგი” პროდუქტების რეკლამირებისთვის ან მოსაზრებების გასაზიარებლად. ამიტომ, ყოველთვის იფიქრეთ ჩართვის მოტივებზე.
„ლაივსტრიმინგის“ დროს გავაკეთე რაღაც რასაც ვნანობ, როგორ შეიძლება გამოვასწორო?
„ლაივსტრიმინგის“ დროს შესაძლოა მოხდეს მოულოდნელი და დაუგეგმავი მოვლენები, იმ შემთხვევაში თუ პირდაპირ ეთერში პირადი ინფორმაციაც გაამჟღავნე მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ წაშალოთ ეს კადრები. თუმცა ვიდეოს წაშლა არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ეს ინფორმაცია გაქრება ონლაინ სივრციდან, რადგან ვინც იმ მომენტში უყურებდა „სტრიმინგს“ შესაძლოა შეამჩნიოს ან ჩაიწეროს ეს ფაქტი. უფრო უსაფრთხოა თუ მხოლოდ თქვენს მეგობრებს, ოჯახსა და ნაცნობ ადამიანებს გაუზიარებთ „ლაივს“. თუ ასეთი შემთხვევა მაინც მოხდება, გაესაუბრეთ ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც იცნობთ და ენდობით და შეეცადეთ ისწავლოთ ამ შეცდომაზე.
თუ ვინმეს აწყენინეთ, ან ფიქრობთ, რომ რაიმე სახით შეურაცხყოფა მიაყენეთ, მაშინ შესაძლოა ღირდეს ბოდიშის მოხდა. არასდროს არის გვიანი ბოდიშის თქმა და დაგეხმარებათ შცდომების გამოსწორებაში. ასეთ შემთხვევაში კარგი იქნებოდა შეურაცმყოფელი „ლაივსტრიმინგის“ წაშლა, რათა თავიდან აიცილოთ ვინმეს განაწყენება.
ვიღაცამ ჩაიწერა ჩემი „ლაივსტრიმი“ და დაიწყო მისი გაზიარება. რა შეიძლება გავაკეთო?
სამწუხაროდ, პირდაპირი ტრანსლაცია შეიძლება მოძალადეებმა მიზანმიმართულად შევიწროების მიზნით გამოიყენონ, რათა გაანაწყენონ ან დაამცირონ ადამიანები. გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი ბრალი არ არის და არსებობს გამოსავალი. სცადეთ გადაიღოთ ეკრანის ფოტო, როგორც მტკიცებულება და ამის შესახებ ზრდასრულ, სანდო ადამიანს დაელაპარაკოთ. ბულინგი არასდროს არის გამართლებული და მსხვერპლისთვის შეიძლება კრიტიკული აღმოჩნდეს.
„ლაივსტრიმინგის“ ყურებისას შემხვდა გამაღიზიამნებელი კადრები. როგორ მოვიქცე?
თუ პირდაპირ ეთერში აღმოაჩინე შეურაცხმყოფელი ინფორმაცია, რომელიც შეურაცყოფილად ან უხერხულად გაგრძნობინებს თავს, აუცილებლად „დაარეპორტეთ“. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერშივე დაწეროთ კომენტარი ამის შესახებ. „დარეპორტების“ გარდა, კარგი იქნება სანდო ადამიანს მოუყვეთ თქვენი განცდების შესახებ. ასეთი ადამიანი შეიძლება თქვენი მეგობარი იყოს, თუმცა მნიშვნელოვანია ზრდასრულსაც გაესაუბროთ.
რჩევები:
1. წინასწარ განსაზღვრეთ ვისთან აზიარებთ „ლაივსტრიმინგს“. დაფიქრდით ვის შეუძლია ნახოს თქვენი პირდაპირი ტრანსლაცია. სუდიტორიის სამართავად შეგიძლიათ გამოიყენოთ კონფიდენციალურობის პარამეტრები.
2. დაიცავით პირადი ინფორმაცია „ლაივსტრიმინგის“ დროს – დაიმახსოვრეთ, რომ რასაც პირდაპირ ეთერში ამბობთ ან აჩვენებთ, შესაძლოა მინიშნებები აღმოჩნდეს.
3. კარგად დაფიქრდით სანამ „ლაივსტრიმინგს“ უყურებთ. დაიმახსოვრეთ, რომ წინასწარ ვერ განსაზღვრავთ იმას თუ რას ნახავთ ან მოისმენთ პირდაპირი ჩართვისას.
4. „დაარეპორტეთ“ ნებისმიერი არაადეკვატური ქცევა. შეეცადეთ გადაიღოთ ეკრანის ფოტო და გახსოვდეთ, რომ ესაუბროთ ზრდასრულ ადამიანს.
5. გამოიყენეთ „ლაივსტრიმინგის“ გონივრულად - გარდა იმისა, რომ „ლაივსტრიმინგის“ დროს მნიშვნელოვანია იფიქროთ თქვენს ონლაინ რეპუტაციაზე, ასევე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, როგორ გავლენას მოახდენს თქვენს მაყურებელზე, ან იმ ადამიანებზე, რომლებიც დაფიქსირებულნი არიან კადრში.
https://www.childnet.com/help-and-advice/livestreaming-11-18-year-olds/